1. ვერტმფრენებზე უნდა იყოს კავშირის ისეთი რადიოაღჭურვილობა, რომელსაც შეეძლება:

ა) ორმხრივი კავშირის დამყარება სავერტოდრომო სამეთვალყურეო სამსახურთან;

ბ) ფრენის ნებისმიერ დროს მიიღოს მეტეოინფორმაცია;

გ) ფრენის ნებისმიერ დროს ორმხრივი კავშირის დამყარება, სულ ცოტა, ერთ საავიაციო სადგურთან და სხვა იმ სადგურებთან და იმ სიხშირეებზე, რაც დადგენილი იქნება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

შენიშვნა: ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა შესრულებულად ჩაითვლება, თუ ამ მარშრუტზე კავშირის დამყარება შესაძლებელი იქნება რადიოტალღების გავრცელების ჩვეულ პირობებში.

2. საავიაციო საავარიო სიხშირეზე (121,5მგჰ) კავშირი ხორციელდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მოთხოვნილი რადიოაღჭურვილობის საშუალებით.

3. საჰაერო სივრცის იმ რაიონში ან მარშრუტზე ფრენისას, სადაც შესაბამისი ტიპის RСP (კავშირის აუცილებელი მახასიათებლები)  აყენია,  ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების, გარდა ვერტმფრენი დამატებით:

ა) უნდა აღიჭურვოს კავშირის იმ საშუალებებით, რაც საშუალებას მისცემს, იფრინოს დაყენებული ტიპის RСP შესაბამისად;

ბ) იღებს სააგენტოს ნებართვას ასეთ საჰაერო სივრცეში საფრენად.

შენიშვნა. RСP-ზე და შესაბამის პროცედურებზე ინფორმაციას, დამტკიცების პროცესის სახელმძღვანელო მასალას შეიცავს „კავშირის აუცილებელი მახასიათებლების სახელმძღვანელო“ Doc 9869, სადაც ასევე მოცემულია კავშირის სისტემებზე და RСP-ზე, სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანოების მიერ მომზადებული, საბუთების სარეკომენდაციო სია.

4. ვერტმფრენზე უნდა იყოს ისეთი სანაოსნო აღჭურვილობა, რომლითაც შეიძლება ფრენა:

ა) ფრენის სამუშაო გეგმის შესაბამისად; და

ბ) სმმ-ის მოთხოვნების შესაბამისად,იმ შემთხვევების გამოკლებით (თუ უფლებამოსილი ორგანო არ კრძალავს), როცა ვფწ-ით ნაოსნობა ხორციელდება მიწისზედა ორიენტირებთან ვიზუალური კონტაქტის დამყარებით.

5. იმ რაიონში/მარშრუტზე ფრენისას, სადაც დადგენილია სანაოსნო სპეციფიკაცია PВN-ისათვის, ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების დამატებით ვერტმფრენზე:

ა) უნდა იყოს ისეთი სანაოსნო აღჭურვილობა, რაც საშუალებას მისცემს ფრენა შეასრულოს დადგენილი სანაოსნო სპეციფიკაციების შესაბამისად; და

ბ) იღებს სააგენტოს ნებართვას ასეთ საჰაერო სივრცეში საფრენად.

შენიშვნა: მახასიათებლებზე დაფუძნებული ნაოსნობის ინფორმაციას (PВN) და საექსპლუატაციო დამტკიცებისა და დანერგვის პროცესის მასალებს შეიცავს Doc 9613, სადაც ასევე  მოცემული სანაოსნო სისტემებზე, სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანოების მიერ მომზადებული, საბუთების სარეკომენდაციო სია.

6. ვერტმფრენი უნდა იყოს სანაოსნო ხელსაწყოებით  აღჭურვილი ისე რომ ფრენის ნებისმიერ ეტაპზე ერთი მათგანის მტყუნებისას შეძლოს გააგრძელოს ფრენა ამ მუხლის მე–4 და მე–5 პუნქტების შესაბამისად.

7. თუ დაფრენა სახელსაწყო  მეტეოპირობებში იგეგმება, ვერტმფრენს უნდა ჰქონდეს ისეთი სანაოსნო აღჭურვილობა,  რომლის საშუალებითაც მიაღწევს იმ წერტილში საიდანაც ვიზუალური დაფრენა იქნება შესაძლებელი დანიშნულების ან ნებისმიერ სათადარიგო ვერტოდრომზე.

შენიშვნა: ამ მუხლში აღნიშნული კავშირისა და ნაოსნობის აღჭურვილობა ისე უნდა დამონტაჟდეს, რომ მისი რომელიმე ელემენტის მტყუნებამ სხვა ელემენტის მწყობრიდან გამოსვლა არ გამოიწვიო