1. ვერტმფრენის საფრენოსნო ეკიპაჟის შემადგენლობა და რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს ფრენის სახელმძღვანელოს მოთხოვნებს. ეკიპაჟის წევრების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს, ვერტმფრენის ტიპი, ფრენის მიზნები(დანიშნულება) და ფრენის ხანგრძლივობა იმ ვერტოდრომამდე სადაც უნდა მოხდეს ეკიპაჟის წევრების შეცვლა.
2. ვერტმფრენის ეკიპაჟის შემადგენლობაში უნდა იყოს ჩართული ერთი წევრი მაინც, რომელსაც გააჩნია სააგენტოს მიერ გაცემული მოქმედი მოწმობა, რომლის თანახმადაც, მას უფლება ეძლევა ექსპლუატაცია გაუწიოს სხ-ზე არსებულ რადიოგადამცემ აღჭურვილობას