1. საფრენად ვარგისობის შენარჩუნების პროცედურები უნდა იყოს აღწერილი ტექმომსახურების პროგრამაში და შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც საჭიროა ვერტმფრენზე დამონტაჟებული NVIS აღჭურვილობის მიმდინარე ტექმომსახურების და შემოწმების ჩასატარებლად, მინიმუმ შემდეგი კომპონენტებისათვის:

ა) ვერტმფრენის საქარე მინა და მისი გამჭვირვალობა;

ბ) NVIS ნათურები;

გ) ღამის ხედვის სათვალე (NVG);

დ) NVIS  სხვა დამატებითი აღჭურვილობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

2. სხ-ის ნებისმიერი შემდგომი მოდიფიცირება ან ტექმომსახურება უნდა აკმაყოფილებდეს NVIS სისტემის მწარმოებლის მიერ დადგენილ საფრენად ვარგისობის  მოთხოვნებს.

შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა მოცემულია სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 22 ოქტომბრის №220 ბრძანებით დამტკიცებული „ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების“  მე-6 დანართში  და ევროკავშირის №965/2012 რეგულაციის: SPA.NVIS.140; AMC1 SPA.NVIS.140; GM1 SPA.NVIS.140.

თავი IXვერტმფრენით თოვლზე მოსრიალეთა მომსახურება (HELISK