1. ექსპლუატანტმა, რომელიც ასრულებს მარშრუტის ნებისმიერი წერტილიდან სათადარიგო აეროდრომამდე 60 წუთზე მეტი ხანგრძლივობის ფრენებს, უნდა:
ა) დაადგინოს მარშრუტებისათვის სათადარიგო აეროდრომები;
შენიშვნა: EDTO ფრენის მიზნებისთვის აფრენისა და/ან დანიშნულების აეროდრომები შასაძლებელია განხილულ იქნეს როგორც სათადარიგო აეროდრომები.
ბ) მიუთითოს ფშს-ში სათადარიგო აეროდრომის საექსპლუატაციო მინიმუმების განსაზღვრის მეთოდი. სათადარიგო აეროდრომად არჩეული უნდა იყოს მხოლოდ ისეთი აეროდრომი, რომელზეც ფაქტობრივი ამინდი და/ან ამინდის პროგნოზი მიუთითებს იმაზე, რომ აეროდრომზე მიფრენის სავარუდო დროიდან დაფრენის ყველაზე შესაძლო გვიან დრომდე პლიუს ერთი საათის პერიოდის განმავლობაში, ამინდის პირობები იმ დაგეგმილი მინიმუმის ტოლი ან მასზე უკეთესი იქნება, რომელიც მითითებულია ამ წესის მე-9 დანართში;
გ) უზრუნველყოს ეკიპაჟებისთვის ბოლო ინფორმაციის მიწოდება მარშრუტზე დაგეგმილი სათადარიგო აეროდრომების სტატუსის და მეტეოპირობების ჩათვლით;
დ) დაადგინოს საექსპლუატაციო პროცედურები;
ე) დაადგინოს საექსპლუატაციო კონტროლის და სადისპეტჩერო უზრუნველყოფის პროცედურები;
ვ) ფშს-ში დაადგინოს კრიტიკულად ყველაზე მნიშვნელოვანი სისტემები, რომელთა მტყუნება უარყოფით გავლენას ახდენს EDTO ფრენების შესრულებაზე;
ზ) დაადგინოს ტექნიკური მომსახურების დამატებითი პროგრამა, რომელშიც ასახული უნდა იყოს სხ-ის და მისი სისტემების საიმედოობის გაუმჯობესების საორგანიზაციო-ტექნიკური ღონისძიებები;
თ) მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალში (MEL) განსაზღვროს სისტემების რეზერვირების საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია EDTO-ს წესებით ფრენებთან.
შენიშვნა: EDTO წესებით ფრენების შესრულებასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მასალა იხილეთ ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის I ნაწილის C დამატებაში და Doc-10085-ში.
ფრენების სპეციალური ნებართვის გაცე