1. ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს, რომ დაბალი ხილვადობის პირობებში ფრენებთან დაკავშირებით საფრენოსნო ეკიპაჟის მომზადების პროგრამაში შედიოდეს:

ა) მიწისზედა მომზადება;

ბ) ფრენის იმიტაციის საწვრთნელ მოწყობილობაზე (საწაფზე) წვრთნა ან/და სხ-ზე საფრენოსნო მომზადება.

შენიშვნა: საფრენოსნო ეკიპაჟის მომზადების და კვალიფიკაციის მიმართ დადგენილი  მოთხოვნები და პროცედურები იხილეთ:

-  ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართში და  Doc 9365-ში

-  ევროკავშირის რეგულაციის (Regulation (EU) 965/2012  AMC1 SPA.LVO.120 ნაწილში.

2. მიწისზედა მომზადების დროს საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებმა, მათი გამოცდილების და წინა მომზადების გათვალისწინებით, II და III კატეგორიებით ფრენისათვის უნდა გაიარონ მომზადება  ექსპლუატანტის მიერ დადგენილი და სააგენტოსთან შეთანხმებული მიწისზედა მომზადების პროგრამის შესაბამისად.

3. ფრენის იმიტაციის საწვრთნელ მოწყობილობაზე (საწაფზე) (FSTD) წვრთნა ან/და სხ-ზე საფრენოსნო მომზადების დროს:

ა) ფრენის იმიტაციის საწვრთნელს მოწყობილობაზე საწაფზე (FSTD) შესრულებული უნდა იყოს მინიმუმ ექვსი დასაფრენად შესვლა ან/და დაფრენა, ხოლო HUDLS-ის გამოყენებისას – რვა დასაფრენად შესვლა ან/და დაფრენა (EVS-ით ან EVS-ის გარეშე). დასაფრენად რვა შესვლის მოთხოვნა ექვსამდე შეიძლება შემცირდეს  ჰიბრიდული HUDLS-ის გამოყენების შემთხვევაში;

ბ) სხ-ის კონკრეტული ტიპისათვის შესაფერისი ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის საწაფის (FSTD)  არ არსებობის შემთხვევაში, სხ-ის შესაბამის ტიპზე უნდა შესრულდეს დასაფრენად მინიმუმ სამი შესვლა, ხოლო HUDLS-ის ან/და EVS-ის გამოყენებისას –  დასაფრენად ხუთი შესვლა და მეორე წრეზე მინიმუმ ერთი წასვლა. ჰიბრიდული HUDLS-ის გამოყენებით, საჭიროა დასაფრენად მინიმუმ სამი  შესვლა და მეორე წრეზე მინიმუმ ერთი წასვლა;

გ) სხ-ზე რაიმე სპეციალური მოწყობილობის გამოყენების საჭიროების შემთხვევაში, ისეთი, როგორიცაა კოლიმატორული ინდიკატორი ან გაფართოებული შესაძლებლობების მქონე ტექნიკური ხედვის სისტემა, საფრენოსნო ეკიპაჟს უნდა ჩაუტარდეს დამატებითი წვრთნა. როდესაც EVS-ის გამოყენებით დასაფრენად შესვლა ხორციელდება ადზ-ზე ხილვადობის 800 მ-ზე ნაკლები სიშორის პირობებში, სხ-ის კონკრეტულ ტიპზე უნდა შესრულდეს დასაფრენად მინიმუმ ხუთი შესვლა და მეორე წრეზე მინიმუმ ერთი წასვლა;

დ) მომზადების დასრულების შემდეგ საფრენოსნო ეკიპაჟის თითოეულმა წევრმა უნდა გაიაროს საფრნოსნო  შემოწმება.

4. პერიოდული მომზადების და შემოწმების დროს:

ა) ექსპლუატანტმა უნდა  უზრუნველყოს, რომ  პერიოდულ საკვალიფიკაციო შემოწმებასთან ერთად, პილოტს შეუმოწმოს ცოდნა და ფრენის ოსტატობა ნებადართული კატეგორიების შესაბამისად, კერძოდ:

ა.ა) შეასრულოს ფრენის იმიტაციის საწვრთნელ მოწყობილობაზე (საწაფზე) მინიმუმ ორი დასაფრენად შესვლა;

ა.ბ) მიწასთან შეხებამდე HUDLS-ის ან/და EVS-ის გამოყენებით – ოთხი დასაფრენად შესვლა და დაფრენა, რომელთა შორის ერთი დაფრენა უნდა შესრულდეს ადზ-ზე ხილვადობის ყველაზე დაბალი ნებადართული სიშორის პირობებში;

შენიშვნა: საწაფზე დასაფრენად ერთი შესვლა და, შესაბამისად, HUDLS-ის ან/და EVS-ის გამოყენებით დასაფრენად ორი შესვლა შეიძლება შეიცვალოს სხ-ზე შესრულებული ერთი დასაფრენად შესვლით და დაფრენით, II ან III კატეგორიიებისათვის დადგენილი პროცედურების მიხედვით.

ა.გ) საკვალიფიკაციო შემოწმების პროცესში უნდა შესრულდეს დასაფრენად მეორე წრეზე ერთი წასვლა;

ა.დ) თუ ექსპლუატანტისათვის ნებადართულია დაბალი ხილვადობის პირობებში (LVTO) ადზ-ზე ხილვადობის 150 მ-ზე ნაკლები სიშორით აფრენის შესრულება, საკვალიფიკაციო შემოწმების პროცესში პილოტმა უნდა შეასრულოს დაბალი ხილვადობის პირობებში ყველაზე დაბალი გამოსაყენებელი მინიმუმით, სულ ცოტა, ერთი აფრენა;

ბ) სამი თანმიმდევრული საკვალიფიკაციო  შემოწმების პერიოდში, „პასიური მტყუნების“  (HUDLS-ის ჩათვლით) მიმართ მდგრადი მართვის სისტემის მქონე სხ-ებზე, III კატეგორიით ფრენისათვის, საფრენოსნო ეკიპაჟის წევრმა უნდა შეასრულოს მეორე წრეზე მინიმუმ ერთი წასვლა, ავტოპილოტის მტყუნების გამო, გადაწყვეტილების მიღების ფარდობით ან უფრო დაბალ სიმაღლიდან  ადზ-ზე ხილვადობის 300 მ-ის ან ნაკლები სიშორის პირობებშ