1. ელექტრონული საფრენოსნო მოწყობილობის გამოყენებისათვის ექსპლუატანტმა უნდა:
ა) შეიმუშაოს სტანდარტულ და არასტანდარტულ (გაუთვალისწინებელ) ვითარებაში მოქმედების პროცედურები;
ბ) განსაზღვროს EFB-ის ფუნქციონალური შესაძლებლობები და მონაცემთა ბაზის მართვის პროცედურები;
გ) დაადგინოს EFB-ის თითოეული ფუნქციის გამოყენებისა და შესაბამისი სწავლების პროცედურები;
დ) განსაზღვროს ფრენის რა ეტაპზე და რა პირობებში იკრძალება EFB-ის გამოყენება;
ე) შეიმუშაოს ერთი ან ორივე EFB-ის მტყუნების შემთხვევაში მოქმედების პროცედურები;
ვ) შეფასებული მოსალოდნელი საექსპლუატაციო რისკ-ფაქტორების საფუძველზე გაატაროს ამ რისკების მინიმუმამდე დაყვანის ღონისძიებები;
ზ) დაადგინოს EFB-ს ეკრანზე გამოსატანი და მხოლოდ ექსპლუატაციისათვის საჭირო ინფორმაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
2. ექსპლუატანტი ვალდებულია კონტროლი გაუწიოს ლითიუმის ელემენტების შემცველი მოწყობილობის გამოყენებას და ტექნიკურ მომსახურებას და გაითვალისწინოს:
ა) ლითიუმის ელემენტების გაჟონვის რისკი;
ბ) ელემენტების გაჟონვის შემთხვევაში, ელექტროღუმელის ან სათანადო კონტეინერის გამოყენება;
გ) სათადარიგო ელემენტების უსაფრთხო შენახვა;
დ) სხ-ზე არსებული მოწყობილობის უწყვეტი დამუხტვის შედეგად ელემენტის გადახურებით გამოწვეული საფრთხე;
ე) EFB-ის მოწყობილობის ელემენტების ტექნიკური მომსახურება, მათი პერიოდული შემოწმება და სათანადო ჩანაცვლება.
3. ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს, რომ სხ-ზე განთავსებული იყოს მხოლოდ მწარმოებლის მიერ სერტთიფიცირებული EFB-ის სამაგრი მოწყობილობა და განთავსდეს ეკიპაჟისთვის ხელმისაწვდომ ისეთ ადგილას, რომ ხელს არ უშლიდეს სხ-ის მართვის საშუალებების ვიზუალურ და/ან ფიზიკურ ხელმისაწვდომობას, საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების სავარძელში ჩაჯდომას ან სავარძლიდან ადგომას და/ან გარე ხედვას.
4. ელექტრონული საფრენოსნო მოწყობილობის (EFB) სტაციონარული სამაგრი და კვების წყარო დამონტაჟებული უნდა იყოს მწარმოებლის ან მწარმოებლის მიერ ავტორიზებული ორგანიზაციის მიერ.
5. ფრენის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, რისკების შემცირების მიზნით, რომლებიც დაკავშირებულია ელექტრონული საფრენოსნო მოწყობილობის (EFB) გამოყენებასთან, სპეციალური ნებართვის გაცემიდან 6 თვის განმავლობაში ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს, საჰაერო ხომალდზე სანავიგაციო დოკუმენტაციის ბეჭდური ვერსიების არსებობა.
შენიშვნა: სხ-ის ელექტრონული საფრენოსნო მოწყობილობის გამოყენების, ფუნქციონირების და სპეციალური ნებართვის გაცემის სახელმძღვანელო მასალა იხილეთ ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართში და იკაო-ს Doc 10020-ში, აგრეთვე ევროკკავშირის რეგლუაციის (Regulation (EU) 965/2012 დანართი IV, Part CAT, CAT.GEN.MPA.141. და დანართი V, Part SPA, SPA.EFB 100. ნაწილებში.