1. EDTO წესებით ფრენები ექსპლუატანტმა უნდა განახორციელოს მხოლოდ სააგენტოს სპეციალური ნებართვის საფუძველზე.
2. EDTO წესებით ფრენებისთვის სპეციალური ნებართვების მისაღებად ექსპლუატანტმა, სააგენტოში უნდა წარადგინოს განცხადება (დანართი 5) და დაადასტუროს, რომ:
ა) კონკრეტულ სხ-ს გააჩნია ტიპის სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს სხ-ის EDTO-ს წესებით ფრენების შესაძლებლობას;
ბ) ფშს-ში გაწერილია EDTO-ს წესით ფრენის შესრულების პროცედურები;
გ) ტექნიკური მომსახურების/მართვის სახელმძღვანელოში, გაწერილი EDTO-ს წესებით ფრენებზე დაშვებული სხ-ის და სისტემების მომსახურების საკითხები;
დ) დადგენილია სხ-ბის საიმედოობის პროგრამა;
ე) დადგენილია საფრენოსნო შემადგენლობის და სადისპეტჩერო უზრუნველყოფის სპეციალისტების EDTO-ს წესებით ფრენებზე მომზადების პროგრამა;
ვ) დადგენილია ტექნიკური შემადგენლობის EDTO-ს წესებით ფრენებზე დაშვებული სხ-ბის, მომსახურეობაზე მომზადების პროგრამა;
ზ) შეფასებულია რისკები, რაც დაკავშირებულია EDTO-ს წესებით ფრენებთან, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს:
ზ.ა) ექსპლუატანტის შესაძლებლობებს;
ზ. ბ) სხ-ის საერთო საიმედოობას;
ზ.გ) მუშაობის დროში შეზღუდული ყველა სისტემის საიმედოობას;
ზ.დ) სხ-ის მწარმოებლის შესაბამის ინფორმაციას;
ზ.ე) რისკების მინიმიზაციის კონკრეტულ ზომებ