მოქმედების შეზღუდვა და შეჩერება
1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს გააუქმოს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს ფრენის შესრულებაზე გაცემული ნებართვა ან დროებით შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლით გათვალისწინებული უფლებების გამოყენება, ან მოსთხოვოს მას ისეთი პირობების შესრულება, რაც საჭიროა ამ უფლებებით სარგებლობისას იმ შემთხვევაში, თუ:
ა) ეს ხელშემკვრელი მხარე არ არის დარწმუნებული, რომ ამ ავიასაწარმოს ფლობის უპირატესი უფლება და/ან მის საქმიანობაზე ეფექტურ კონტროლს არ ეკუთვნის იმ ხელშემკვრელ მხარეს ან მისი სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომელმაც დანიშნა ეს ავიასაწარმო;
ბ) ასეთი ავიასაწარმო არ იცავს ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას, რომელიც ანიჭებს ასეთ უფლებებს;
გ) ასეთი ავიასაწარმო სხვაგვარად არ იცავს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს და უსაფრთხოების სტანდარტებს.
2. თუ წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაუყოვნებლივი გაუქმება, დროებით შეჩერება ან წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირობების შესრულების მოთხოვნა არ წარმოადგენს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დარღვევის შემდგომ პრევენციას, ასეთი უფლების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ მხარესთან კონსულტაციების გამართვის შემდეგ წინამდებარე შეთანხმების მე-16 მუხლის შესაბამისა