თუ კონტექსტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წინამდებარე შეთანხმებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:

ა)   „საავიაციო ხელისუფლება“ –
საქართველოსთან მიმართებაში –

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ან/და სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, ბელარუსის რესპუბლიკასთან მიმართებაში –

ბელარუსის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო,  ან, ორივე შემთხვევაში, ნებისმიერი პირი ან ორგანო, რომელიც უფლებამოსილია შეასრულოს აღნიშნული ხელისუფლების კომპეტენციაში ამჟამად შემავალი ნებისმიერი ფუნქცია;

ბ)  „შეთანხმებული ხაზები“ –

რეგულარული საჰაერო მიმოსვლა წინამდებარე შეთანხმების დანართში აღნიშნული მარშრუტებით განცალკევებით ან/და ერთობლივად  მგზავრების, ბარგის, ტვირთის და ფოსტის გადაყვანა-გადასაზიდად;

გ)  „შეთანხმება“ –

წინამდებარე შეთანხმება, მისი დანართი და მათში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება;

დ) „კონვენცია“  –

1944  წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელმოსაწერად გახსნილი კონვენცია “საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“, რომელიც მოიცავს ამ კონვენციის 90-ე მუხლის თანახმად მიღებულ ნებისმიერ დანართს და ნებისმიერ შესწორებას, მიღებულს ამ კონვენციის 90-ე და 94-ე მუხლების თანახმად იმდენად, რამდენადაც ეს დანართი და შესწორება მიღებულია ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ;

ე)  „დანიშნული ავიასაწარმო“ –

ავიასაწარმო, რომელიც არის დანიშნული და უფლებამოსილებით აღჭურვილი წინამდებარე შეთანხმების მე-4 მუხლის თანახმად;

ვ) „ტარიფები“ –

მგზავრების, ბარგის და ტვირთის გადაყვანა-გადაზიდვის საფასური და ის პირობები, რომლის შესაბამისადაც ეს ღირებულება მოქმედებს, სააგენტოსა და სხვა დამატებითი მომსახურებისათვის ანაზღაურების და პირობების ჩათვლით, მაგრამ ფოსტის გადაზიდვის ანაზღაურებისა და მისი პირობების გამოკლებით;

ზ) „საჰაერო მიმოსვლას“, „საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას“, “ავიასაწარმოს“ და “გაჩერებას არაკომერციული მიზნით“ წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის აქვს კონვენციის 96-ე მუხლით მინიჭებული მნიშვნელობები;

თ) „ტერიტორია“ –

სახელმწიფოს მნიშვნელობით შეესაბამება კონვენციის მე-2 მუხლში აღნიშნულ მნიშვნელობა