1.  შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის მიზნით, თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს დანიშნოს ავიასაწარმო (ავიასაწარმოები), ასევე გააუქმოს ან შეცვალოს ეს დანიშვნები, მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის ცვლილებების შესახებ წერილობითი შეტყობინების შემდეგ.

2. დანიშვნის შესახებ ასეთი შეტყობინების მიღების შემდეგ, აგრეთვე დანიშნული ავიასაწარმოს იმ განაცხადის მიღებისას, რომელიც წარმოდგენილია ფრენის შესრულების ნებართვის მიღებისათვის დადგენილი ფორმით, თითოეული ხელშემკვრელი მხარე მინიმალური პროცედურული შეფერხებით გასცემს ფრენის განხორციელების შესაბამის ნებართვას იმის პირობით, რომ:

ა) ავიასაწარმოს დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარე ახორციელებს აღნიშნულ ავიასაწარმოზე ეფექტურ კონტროლს და ინარჩუნებს უპირატესი ფლობის უფლებას;

ბ)   ავიასაწარმოს დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარე ასრულებს მე-8 და მე-9 მუხლების მოთხოვნებს;

გ) დანიშნულ ავიასაწარმოს უფლება აქვს შეასრულოს სხვა პირობები, რაც გათვალისწინებულია შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება საერთაშორისო საჰაერო ხაზების ექსპლუატაციისას დანიშვნის შესახებ შეტყობინების მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიე