1. თითოეულ მხარეს უფლება აქვს დანიშნოს ავიასაწარმო(ები) დადგენილ მარშრუტებზე შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის მიზნით, რის შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს მეორე მხარეს.
2. ამ შეტყობინების მიღებისთანავე მეორე მხარე ამ შეთანხმების მე–3 და მე–4 პუნქტების დებულებების შესაბამისად დაუყოვნებლივ მიანიჭებს თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს ფრენის შესაბამის ნებართვას
3. ერთი მხარის საავიაციო ხელისუფლებამ, ფრენის ნებართვის გაცემამდე, შეიძლება მოსთხოვოს მეორე მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მას შეუძლია შეასრულოს ის პირობები, რომლებიც დაწესებულია იმ წესებითა და კანონებით, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება ამ ხელისუფლთა მიერ საერთაშორისო საჰაერო ხაზების ექსპლუატაციის დროს და კონვენციის დებულებების თანახმად.
4. თითოეულ მხარეს შეუძლია უარი თქვას ამ მუხლის მე–2 პუნქტით განსაზღვრული ექსპლუატაციის ნებართვის მინიჭებაზე ან ამ შეთანხმებების მე–2 მუხლით განსაზღვრული უფლებებით სარგებლობისას ავიასაწარმოს მოსთხოვოს ისეთი პირობების შესრულება, როგორსაც ჩათვლის საჭიროდ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ეს მხარე არ არის დარწმუნებული, რომ ავიასაწარმოს უპირატესი მფლობელობით და მასზე რეალური კონტროლის უფლებებით სარგებლობენ ამ ავიასაწარმოს დამნიშვნელი მხარე ან მისი მოქალაქეები.
5. ამგვარად დანიშნული და მიღებული ნებართვის შედეგად ავიასაწარმოს შეუძლია დაიწყოს შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაცია იმ პირობით, რომ დანიშნულ ავიასაწარმოებს შორის შეთანხმებული ფრენის განრიგი, დამტკიცებული მხარეების საავიაციო ხელისუფალთა მიერ და ტარიფები, რომლებიც დადგენილია ამ შეთანხმების მე–6 მუხლის შესაბამისად, შესულია ძალაში