1. ერთი მხარის კანონები და წესები, რომლებიც არეგულირებენ თავის ტერიტორიაზე იმ საჰაერო ხომალდების დაშვებას ან აფრენას, რომლებიც ასრულებენ საერთაშორისო ფრენებს, ექსპლუატაციას, ან ამ საჰაერო ხომალდების ნავიგაციას თავისი ტერიტორიის ფარგლებში მათი ყოფნის პერიოდში, ვრცელდება მეორე მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდებზე.
2. ერთი მხარის კანონები და წესები, რომლებიც არეგულირებენ მგზავრების, ეკიპაჟის, ბარგის , ტვირთისა და ფოსტის ჩამოსვლასა და გამგზავრებას და კერძოდ ის ფორმალობები, რომლებიც ეხება საპასპორტო, საბაჟო, სავალუტო და სანიტარულ წესებს, გამოყენებულ იქნება მეორე მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის მგზავრების, ეკიპაჟების, ტვირთისა და ფოსტის მიმართ მათი აღნიშნული ტერიტორიის ფარგლებში ყოფნის დროს