1. თითოეული მხარე ანიჭებს მეორე მხარეს ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ უფლებებს, დანართით განსაზღვრულ მარშრუტებზე რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მიზნით.
2. თითოეული მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო დადგენილ მარშრუტებზე შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციისას სარგებლობს შემდეგი უფლებებით:
a) განახორციელოს მეორე მხარის ტერიტორიაზე გადაფრენა დაჯდომის გარეშე;
b) განახორციელოს დაჯდომა მეორე მხარის ტერიტორიაზე არაკომერციული მიზნებით იმ პუნქტებში, რომლებიც მითითებულია ამ შეთანხმების დანართში;
c) განახორციელოს დაჯდომა მეორე მხარის ტერიტორიაზე ამ შეთანხმების დანართში აღნიშნულ პუნქტებში საერთაშორისო მიმართულების მგზავრთა ჩასხდომისა და(ან) გადმოსხდომის, ფოსტისა და ტვირთის ჩატვირთვა–გადმოტვირთვის მიზნით.
3. აღნიშნულ მუხლში არაფერი არ იქნება განხილული, როგორც:
ერთი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოსათვის უფლების მინიჭება მეორე მხარის ტერიტორიაზე გასამრჯელოს საფასურად ან დაქირავების (კაბოტაჟი) პირობებით საჰაერო ხომალდის ბორტზე აიყვანოს მგზავრები, აიტანოს ფოსტა და ტვირთი ამავე მხარის ტერიტორიაზე არსებულ სხვა პუნქტებში გადაყვანის მიზნით.
4. თითოეული მხარე ადგენს ტერიტორიაზე საჰაერო ხომალდის მიერ შეთანხმებულ ხაზებზე ფრენის მარშრუტებსა და სახელმწიფო საზღვრების გადაფრენის პუნქტებს.
5. საჰაერო ხომალდების ფრენასთან, შეთანხმებულ ავიახაზებზე მგზავრების, ტვირთის და ფოსტის გადაყვანა–გადაზიდვასთან, საჰაერო ხომალდების მიწისზედა ტექნიკურ მომსახურებასა და ფინანსური ანგარიშწორების წესებთან დაკავშირებული ტექნიკური და კომერციული საკითხები გადაწყვეტილ იქნება დანიშნულ ავიასაწარმოებს შორის ურთიერთშეთანხმების გზით და წარედგინება დასამტკიცებლად მხარეთა საავიაციო ხელისუფლებებს
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ
მუხლი 2. უფლებათა მინიჭება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ტერმინთა განსაზღვრებანი
- მუხლი 3. ავიასაწარმოს დანიშვნა და ექსპლუატაციის ნებართვის მინიჭება
- მუხლი 4. ფრენების ნებართვების გაუქმება ან შეჩერება
- მუხლი 5. საბაჟო გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან გათავისუფლება
- მუხლი 6. ტარიფები
- მუხლი 7. წარმომადგენლობა
- მუხლი 8. კანონებისა და წესების გამოყენება
- მუხლი 9. მოწმობებისა და ლიცენზიების აღიარება
- მუხლი 10. საავიაციო უშიშროება
- მუხლი 11. ანგარიშწორება, შემოსავლების გადარიცხვა
- მუხლი 12. გადასახადებისაგან გათავისუფლება
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“, მუხლი 2. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1208208/muxli-2/