1. ფრენის ვარგისიანობის მოწმობები, კვალიფიკაციის მოწმობები და მოწმობები, გაცემული ან აღიარებული ერთი მხარის მიერ დადგენილ მარშრუტებზე შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის მიზნით, აღიარებულ იქნებიან მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ იმ პირობით, რომ ასეთი გაცემული ან აღიარებული მოწმობები ნამდვილად შეესაბამება კონვენციით დადგენილ სტანდარტებს და რომ მათი მოქმედების ვადები არ გასულა.
2. მიუხედავად ამისა, თითოეული მხარე იტოვებს უფლებას არ აღიაროს კვალიფიკაციის მოწმობები და ლიცენზიები, რომლებიც გაცემულია მის მოალაქეებზე მეორე მხარის მიერ მის ტერიტორიაზე ფრენის განხორციელების მიზნით