1. თითოეულ მხარეს უფლება ექნება გააუქმოს ფრენის ნებართვა ან შეაჩეროს მეორე მხარის დანიშნულ ავიასაწარმოსადმი მინიჭებული უფლებები ამ შეთანხმების მე–2 მუხლის შესაბამისად, ან მოსთხოვოს ისეთი პირობების დაცვა, რომლებსაც საჭიროდ ჩათვლის ამ უფლებების გამოყენების დროს:
a) ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ის არ არის დარწმუნებული, რომ უპირატესი მფლობელობა ან მასზე რეალური კონტროლი ეკუთვნის იმ მხარეს, რომელმაც დანიშნა ეს ავიასაწარმო ან მის მოქალაქეებს; ან
b) იმ შემთხვევაში, თუ ეს ავიასაწარმო არ ასრულებს იმ მხარის კანონებსა და წესებს, რომელმაც მიანიჭა მას ეს უფლებები, ან
c) იმ შემთხვევაში, თუ ეს ავიასაწარმო რაიმე სხვაგვარი სახით არ იცავს პირობებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ შეთანხმებით.
2. თუ დაუყოვნებლივ არ არის საჭირო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნებართვების გაუქმება, უფლებებით სარგებლობის შეჩერება ან პირობების წაყენება, რათა თავიდან იქნეს აცილებული კანონებისა და წესების შემდგომი დარღვევა, იმ პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა მოხდება მხოლოდ მხარეების საავიაციო ხელისუფალთა შორის კონსულტაციების ჩატარების შემდეგ, რომელიც უნდა შედგეს მოთხოვნის დღიდან შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში ამ შეთანხმების მე–17 მუხლის შესაბამისად