1. საჰაერო ხომალდები, რომლებიც ექსპლუატირებულია შეთანხმებულ ხაზებზე ერთი მხარის დანიშნული ავიასაწარმოების მიერ, ასევე მათი სატაბელო ქონება, საწვავის მარაგი, საპოხი მასალები და საჰაერო ხომალდზე არსებული მარაგი (სურსათის, სასმელისა და თამბაქოს ნაწარმის ჩათვლით) თავისუფლდება ყველა სახის საბაჟო გადასახდებისაგან მეორე მხარის ტერიტორიაზე შესვლისას იმ პირობით, რომ ზემოაღნიშნული მარაგი დარჩება საჰაერო ხომალდის ბორტზე მათი უკან გატანის მომენტამდე.
2. ასევე გათავისუფლებულ იქნებიან ასეთივე მოსაკრებლებისა და გადასახადებისაგან, გარდა გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული გადასახადებისა:
a) საბორტო მარაგი, აღებული ერთი მხარის ტერიტორიაზე და გამიზნული მეორე მხარის დანიშნული ავიასაწარმოს(ების) მიერ შეთანხმებულ ხაზებზე ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის ბორტზე გამოყენებისათვის;
b) სათადარიგო ნაწილები, რომლებიც შემოტანილია ერთი მხარის ტერიტორიაზე მეორე მხარის დანიშნული ავიასაწარმოს შეთანხმებულ ხაზებზე ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის ტექმომსახურებისა ან რემონტისათვის;
c) საწვავი და საპოხი მასალები, განკუთვნილი საჰაერო ხომალდისათვის და გამოყენებული შეთანხმებულ ხაზებზე ერთი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოების მიერ, იმ შემთხვევაშიც, თუკი ეს მარაგი გამოყენებულ იქნება მარშრუტის იმ მონაკვეთზე, რომელიც არის მეორე მხარის ტერიტორიის საზღვრებში, სადაც ისინი ატანილია ბორტზე;
d) დოკუმენტები, გამოყენებული ერთი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ, ავიაბილეთების, ავიაზედნადებების, ასევე სარეკლამო მასალების ჩათვლით, უფასოდ ვრცელდება მეორე მხარის ტერიტორიაზე.
3. მასალები, მარაგი და სათადარიგო ნაწილები, ასევე ქონება, მოქყობილობა და დოკუმენტები, აღნიშნულნი ამ მუხლის მე–2 პუნქტში, მოთხოვნის შემთხვევაში, შეიძლება განთავსებულ იქნას საბაჟო ხელისუფალთა კონტროლის ან ზედამხედველობის ქვეშ.
4. საბორტო სატაბელო ქონება, მასალები, მარაგი და სათადარიგო ნაწილები, რომლებიც იმყოფებიან ერთი მხარის მიერ ექსპლუატირებულ საჰაერო ხომალდზე, შეიძლება გადმოიტვირთოს მეორე მხარის ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაში ისინი შეიძლება განთავსებულ იქნას აღნიშნულ ხელისუფალთა კონტროლის ქვეშ, სანამ არ იქნება უკან გატანილი და არ მიიღებენ სხვა დანიშნულებებს საბაჟო წესების შესაბამისად.
5. გადასახადებისაგან და მოსაკრებლებისაგან გათავისუფლება, რომელთა შესახებაც ლაპარაკია ამ მუხლის 1 პუნქტში, გამოყენებულ იქნება იმ შემთხვევებშიც, როცა ერთი მხარის მიერ დანიშნულმა ავიასაწარმომ კონტრაქტი დადო სხვა ავიასაწარმოსთან ამ მუხლის 1 პუნქტში აღნიშნული ქონების დროებითი სარგებლობისა და გაცემის შესახებ, იმ პირობით, რომ ეს სხვა ავიასაწარმო სარგებლობს საბაჟო გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან გათავისუფლების ისეთივე უფლებით მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ
მუხლი 5. საბაჟო გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან გათავისუფლება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ტერმინთა განსაზღვრებანი
- მუხლი 2. უფლებათა მინიჭება
- მუხლი 3. ავიასაწარმოს დანიშვნა და ექსპლუატაციის ნებართვის მინიჭება
- მუხლი 4. ფრენების ნებართვების გაუქმება ან შეჩერება
- მუხლი 6. ტარიფები
- მუხლი 7. წარმომადგენლობა
- მუხლი 8. კანონებისა და წესების გამოყენება
- მუხლი 9. მოწმობებისა და ლიცენზიების აღიარება
- მუხლი 10. საავიაციო უშიშროება
- მუხლი 11. ანგარიშწორება, შემოსავლების გადარიცხვა
- მუხლი 12. გადასახადებისაგან გათავისუფლება
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“, მუხლი 5. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1208208/muxli-5/