1. ერთი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს ურთიერთთანხმობის საფუძველზე ეძლევა უფლება მეორე მხარის ტერიტორიაზე გახსნას და ჰყავდეს თავისი წარმომადგენლები და კომერციული, ოპერატიული და ტექნიკური პერსონალი, რომლებიც აუცილებელნი არიან შეთანხმებული ხაზების ექსპლუტაციისთვის. ზემოაღნიშნული პერსონალი უნდა შედგებოდეს მხარეების მოქალაქეებისაგან.
2. მოთხოვნები, წაყენებული ამ პერსონალის მიმართ, დანიშნული ავიასაწარმოს სურვილის მიხედვით შეიძლება დაკმაყოფილებულ იქნას საკუთარი პერსონალის ხარჯზე ან მეორე მხარის ტერიტორიაზე მოქმედი იმ სხვა ორგანიზაციების, კომპანიების ან ავიაკომპანიების მომსახურების გამოყენებით, რომლებიც მოქმდებენ მეორე მხარის ტერიტორიაზე და უფლებამოსილნი არიან მეორე ტერიტორიაზე გაწიონ ამგვარი მომსახურება.
3. წარმომადგენლებზე და პერსონალზე ვრცელდება მეორე მხარის ტერიტორიაზე მოქმედი კანონები და წესები და ასეთი კანონებისა და წესების შესაბამისად თითოეული მხარე ურთიერთთანხმობის საფუძველზე მინიმალური შეფერხებებით. წარმომადგენლებსა და პერსონალს, მიანიჭებს აუცილებელ ნებართვებს სამუშაოზე, ვიზებს შრომითი მოწყობისათვის ან სხვა მსგავს დოკუმენტებს, რომლებზედაც მოხსენიებულია ამ მუხლის 1–ლ პუნქტში
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ
მუხლი 7. წარმომადგენლობა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ტერმინთა განსაზღვრებანი
- მუხლი 2. უფლებათა მინიჭება
- მუხლი 3. ავიასაწარმოს დანიშვნა და ექსპლუატაციის ნებართვის მინიჭება
- მუხლი 4. ფრენების ნებართვების გაუქმება ან შეჩერება
- მუხლი 5. საბაჟო გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან გათავისუფლება
- მუხლი 6. ტარიფები
- მუხლი 8. კანონებისა და წესების გამოყენება
- მუხლი 9. მოწმობებისა და ლიცენზიების აღიარება
- მუხლი 10. საავიაციო უშიშროება
- მუხლი 11. ანგარიშწორება, შემოსავლების გადარიცხვა
- მუხლი 12. გადასახადებისაგან გათავისუფლება
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“, მუხლი 7. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1208208/muxli-7/