1. მხარეები ერთმანეთის მიმართ აღებული ვალდებულებების შესაბამისად ადასტურებენ, რომ დაიცავენ სამოქალაქო ავიაციას უშიშროების უკანონო ჩარევისაგან. მხარეები მოქმედებენ 1963 წლის 14 სექტემბერს ტოკიოში ხელმოწერილი კონვენციის „სამოქალაქო ხომალდის ბორტზე ჩადენილი დანაშაულის და ზოგიერთი სხვა ქმედებათა შესახებ“ დებულებების შესაბამისად და 1970 წლის 16 დეკემბერს ჰააგაში ხელმოწერილი კონვენციის „საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, 1971 წლის 23 სექტემბერს მონრეალში ხელმოწერილი კონვენციის „სამოქალაქო ავიაციიის უსაფრთხოების ხელყოფისაკენ მიმართული კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან ბრძოლის შესახებ“, 1988 წლის 24 თებერვალს მონრეალში ხელმოწერილი ოქმის „საერთაშორისო აეროპორტებში ძალადობრივ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან ბრძოლის შესახებ“ დებულებების შესაბამისად.
2. მათი მოთხოვნების შესაბამისად, მხარეები ერთმანეთს უწევენ აუცილებელ დახმარებას საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდებისა და სხვა არაკანონიერი ქმედობების თავიდან ასაცილებლად, რომელნიც მიმართულნი არიან საჰაერო ხომალდების, მგზავრების, ეკიპაჟების, აეროპორტებისა და საჰაერო ნავიგაციის საშუალებების წინააღმდეგ, ასევე ნებისმიერი სხვა მუქარის თავიდან ასაცილებლად, რომელიც მიმართულოია ავიაციის უშიშროების წინააღმდეგ.
3. მხარეები მოქმედებენ საავიაციო უშიშროების დებულებებისა და ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად, რომლებიც დადგენილი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და გათვალისწინებულია სამოქალაქო ავიაციის კონვენციის დანართების სახით, იმდენად, რამდენადაც ასეთი დებულებანი და მოთხოვნილებანი გამოიყენება მხარეების მიმართ: ისინი მოსთხოვენ მათი რეგისტრაციის საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტებს, რომელთა საქმიანობის ძირითადი ადგილმდებარეობა და მუდმივი განლაგება არის მათ ტერიტორიაზე და მათ ტერიტორიაზე მყოფ საერთაშორისო აეროპორტების ექსპლუატანტებს იმოქმედონ საჰაერო უშიშროების აღნიშნულ დებულებათა და მოთხოვნათა შესაბამისად.
4. თითოეული მხარე ეთანხმება იმას, რომ მეორე მხარეს შეუძლია მოსთხოვოს ასეთ ექსპლუატანტებს დაიცვან ამ მუხლის მე–3 პუნქტის ავიაციის უშიშროების შესახებ დებულებები და მოთხოვნები, რომლებიც გათვალისწინებულია მეორე მხარის მიერ მის ტერიტორიაზე შესვლის, გასვლის და ტერიტორიის ფარგლებში ყოფნისას. თითოეული მხარე თავისი ტერიტორიის ფარგლებში, უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას საჰაერო ხომალდების დასაცავად, მგზავრების, ეკიპაჟების, პირადი ნივთების, ბარგის, ტვირთის და საჰაერო ხომალდის მარაგის შემოწებას ჩასხდომა–ჩატვითვამდე და ჩასხდომა–ჩატვირთვისას. თითოეული მხარე კეთილგანწყობით განიხილავს მეორე მხარის ნებისმიერ მოთხოვნას კონკრეტულ მუქარასთან დაკავშირებით უშიშროების სპეციალური ზომების მიღების შესახებ.
5. როდესაც ადგილი აქვს ინციდენტს ან ინციდენტის მუქარას სამოქალაქო საჰაერო ხომალდების უკანონოდ ხელში ჩაგდებასთან და სხვა რაიმე უკანონო აქტებთან დაკავშირებით, მიმართულს საჰაერო ხომალდის მგზავრების, ეკიპაჟის, აეროპორტისა და საჰაერო სანავიგაციო საშუალებების უშიშროების წინააღმდეგ, მხარეები ასეთი ინციდენტისა და მისი მუქარის სწრაფი და უსაფრთხო აღკვეთის მიზნით, დახმარებას უწევენ ერთმანეთს კომუნიკაციის გამარტივების გზით და შესაბამისი ზომების გატარებით