1. ხელშემკვრელი მხარეები თანახმა არიან, სჭიროების შემთხვევაში, აღმოუჩინონ ერთმანეთს დახმარება საჰაერო ხომალდის უნანონოდ ხელში ჩაგდების და სხვა, საჰაერო ხომალდის, აეროპორტების და სააერონავიგაციო საშუალებათა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული უკანონო აქტების და ავიაციის უშიშროების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი სხვა სახის მუქარის აღკვეთის მიზნით.
2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანახმაა დაიცვას სამართლიანი და საზოგადოდ მიღებული უშიშროების დებულებები, რომელთაც მოითხოვს მეორე ხელშემკვრელი მხარე ამ მხარის ტერიტორიაზე შესვლისათვის და მიიღოს შესაბამისი ზომები, რომ შეამოწმოს მგზავრები და მათი ხელბარგი. თითოეული ხელშემკვრელი მხარე დადებითად განიხილავს, აგრეთვე მეორე ხელშემკვრელი მხარის ნებისმიერ თხოვნას განახორციელოს სპეციალური უსაფრთხოების ღონისძიებები მისი საჰაერო ხომალდის ან მგზავრების კონკრეტულ მუქარასთან დაკავშირებით.
3. ხელშემკვრელი მხარეები იმოქმედებენ საავიაციო უსაფრთხოების შესახებ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილ შესაბამის დებულებათა თანახმად. თუ ხელშემკვრელი მხარე დარღვევს ამგვარ დებულებებს, მეორე ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა ამ ხელშემკვრელმხარესთან. ამგვარი კონსულტაციები დაიწყება ასეთი მოთხოვნის მიღების დღიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში, თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ. დამაკმაყოფიელბელი შედეგის მიუღწევლობის შემთხვევაში გამოიყენება ამ შეთანხმების მე–18 მუხლი.
4. ხელშემკვრელი მხარეები იმოქმედებენ –1963 წლის 14 სექტემბერს ქ. ტოკიოში ხელმოწერილი „საჰაერო ხომალდის ბორტზე ჩადენილი დანაშაულის და ზოგიერთი სხვა ქმედობათა შესახებ“, 1970 წლის 16 დეკემბერს ჰააგაში ხელმოწერილი „ საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’, 1971 წლის 23 სექტემბერს მონრეალში ხელმოწერილი „სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების ხელყოფისაკენ მიმართულ კანონსაწინააღმდეგო ქმედობასთან ბრძოლის შესახებ“ კონვენციების დებულებათა შესაბამისად, თუ ორივე ხელშემკვრელი მხარე ამ კონვენციებს არის მიერთებული.
5. საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების, მისი ხელში ჩაგდების მუქარის დროს ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედობათა არსებობისას, რომელიც მიმართულია საჰაერო ხომლდის, აეროპორტების და სააერონავიგაციო საშუალებათა წინააღმდეგ, ხელშემკვრელი მხარეები დაეხმარებიან ერთმანეთს კომუნიკაციის გაადვილებით, რაც მიზნად ისახავს ამ ინციდენტის ან მისი ჩადენის მუქარის სწრაფ და უსაფრთხო აღკვეთას
მუხლი 15. საავიაციო საშიშროება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 9. განრიგი
- მუხლი 10. ბეგარა, საბაჟო და სხვა გადასახადები
- მუხლი 11. ორმაგი დაბეგვრა
- მუხლი 12. შემოსავლის გადარიცხვა
- მუხლი 13. კანონების, წესებისა და პროცედურების გამოყენება
- მუხლი 14. მოწმობებისა და ლიცენზიების აღიარება
- მუხლი 16. კომპიუტერული დაჯავშნის სისტემა
- მუხლი 17. კონსულტაციები დ შესწორებები
- მუხლი 18. სადაო საკითხების მოგვარება
- მუხლი 19. მოქმედების შეწყვეტა
- მუხლი 21. შესაბამისობა მრავალმხრივ ხელშეკრულებასთან
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკისა და ნიდერლანდების სამეფოს შორის მათ შესაბამის ტერიტორიებსა და მის მიღმა საჰაერო მიმოსვლის შესახებ“, მუხლი 15. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1211350/muxli-15/