1. თუ ხელშემკვრელ მხარეთა შორის წარმოიქმნება ნებისმიერი დავა, რომელიც ეხება ამ შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებას, ხელშემკვრელი მხარეები პირველ რიგში ეცდებიან გადაჭრან იგი თავიანთ შორის მოლაპარაკების გზით.
2. თუ ხელშემკვრელი მხარეები ვერ გადაჭრიან დავას მოლაპარაკების გზით, დავა რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე შეიძლება გადაეცეს სამი არბიტრისაგან შემდგარ ტრიბუნალს, რომელთაგან თითო–თითოს ნიშნავს თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ხოლო მესამეს – ამგვარად არჩეული ორი არბიტრი, იმ პირობით, რომ მესამე არბიტრი არ იქნება არც ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე. თითოეული ხელშემკვრელი მხარე დანიშნავს არბიტრს სამოცი (60) დღის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც მეორე ხელშემკვრელი მხარისაგან მიიღებს დიპლომატიურ ნოტას, რომელიც მოითხოვს დავის საარბიტრაჟო სასამართლოში განხილვას, ხოლო მესამე არბიტრი დაინიშნება შემდგომი სამოცი (60) დღის განმავლობაში. თუ ერთერთი ხელშემკვრელი მხარე ვერ დანიშნავს მის არბიტრს სამოცი (60) დღის განმავლობაში, ან თუ მესამე არბიტრი არ იქნება არჩეული აღნიშნული ვადის განმავლობაში, ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მიმართოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტს თხოვნით, რომ დანიშნოს არბიტრი ან არბიტრები.
3. ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ შასრულონ ამ მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება
მუხლი 18. სადაო საკითხების მოგვარება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 12. შემოსავლის გადარიცხვა
- მუხლი 13. კანონების, წესებისა და პროცედურების გამოყენება
- მუხლი 14. მოწმობებისა და ლიცენზიების აღიარება
- მუხლი 15. საავიაციო საშიშროება
- მუხლი 16. კომპიუტერული დაჯავშნის სისტემა
- მუხლი 17. კონსულტაციები დ შესწორებები
- მუხლი 19. მოქმედების შეწყვეტა
- მუხლი 21. შესაბამისობა მრავალმხრივ ხელშეკრულებასთან
- მუხლი 23. ძალაში შესვლა
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკისა და ნიდერლანდების სამეფოს შორის მათ შესაბამის ტერიტორიებსა და მის მიღმა საჰაერო მიმოსვლის შესახებ“, მუხლი 18. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1211350/muxli-18/