1. ხელშემკვრელ მხარეთა შორის წინამდებარე შეთანხმებისა და მისი დანართის განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავის წამოჭრის შემთხვევაში ხელშემკვრელი მხარეები, პირველ რიგში, შეეცდებიან მოლაპარაკების გზით გადაჭრან აღნიშნული საკითხები.

2. თუ ხელშემკვრელი მხარეები ვერ გადაჭრიან დავას მოლაპარაკებების გზით დავის წარმოშობიდან 60 დღის განმავლობაში, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე დავა გადასაწყვეტად შეიძლება გადაეცეს პიროვნებას, ორგანოს ან საარბიტრაჟო ტრიბუნალს. საარბიტრაჟო ტრიბუნალი შედგება:

a) თითოეული ხელშემკვრელი მხარე დანიშნავს არბიტრს. თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე 60 დღის ვადაში ვერ დანიშნავს არბიტრს, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე არბიტრი დაინიშნება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტის მიერ;

b) მესამე არბიტრი, რომელიც იქნება მესამე სახელმწიფოს მოქალაქე და უხელმძღვანელებს საარბიტრაჟო ტრიბუნალს, უნდა დაინიშნოს:

(i) ხელშემკვრელ მხარეთა შორის შეთანხმებით;

(ii)  თუ ხელშემკვრელი მხარეები ვერ შეთანხმდებიან მესამე არბიტრის დანიშვნაზე 60 დღის განმავლობაში, მას ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის თხოვნით ნიშნავს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტი.

3. საარბიტრაჟო ტრიბუნალი მიიღებს გადაწყვეტილებებს ხმათა უმრავლესობით. ასეთი გადაწყვეტილება სავალდებულო იქნება ორივე ხელშემკვრელი მხარისათვის. თითოეული ხელშემკვრელი მხარე გასწევს თავისი წევრის ისევე, როგორც საარბიტრაჟო პროცესში თავისი წარმომადგენლის მონაწილეობის ხარჯებს; თავმჯდომარისა და ნებისმიერი სხვა ხარჯები თანაბრად განაწილდება ხელშემკვრელ მხარეებს შორის. ყველა სხვა საკითხთან დაკავშირებით საარბიტრაჟო ტრიბუნალი განსაზღვრავს თავის პროცედურებს.

4. თუ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე ან მის მიერ დანიშნული ავიასაწარმო არ შეასრულებს არბიტრაჟის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მიღებულ გადაწყვეტილებას, მეორე ხელშემკვრელ მხარეს თანხმობის მიღწევამდე შეუძლია შეუზღუდოს, შეუჩეროს ან გაუუქმოს დავასთან დაკავშირებული ნებისმიერი უფლება და პრივილეგია, რომელიც მან მიანიჭა წინამდებარე შეთანხმები