თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობით შეატყობინოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს თავისი გადაწყვეტილების შესახებ შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება. იმავდროულად, ამგვარი შეტყობინების ასლი გაეგზავნება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს. ასეთი შეტყობინების არსებობისას წინამდებარე შეთანხმების მოქმედება შეწყდება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ შეტყობინების მიღების დღიდან 12 თვის შემდეგ, თუკი ხელშემკვრელ მხარეთა შორის შეთანხმების საფუძველზე შეტყობინება არ იქნა გაუქმებული ამ პერიოდის გასვლამდე. თუ მეორე ხელშემკვრელმა მხარემ არ დაადასტურა შეტყობინების მიღება, შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივნის მიერ მისი ასლის მიღებიდან 14 დღის შემდე