1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს ექნებათ სამართლიანი და თანაბარი შესაძლებლობა, საჰაერო მომსახურება განახორციელონ მხარეთა შესაბამის ტერიტორიებს შორის წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლის პირველი (1) პარაგრაფის შესაბამისად დაწესებულ ნებისმიერ მარშრუტზე.

2. დანიშნული ავიასაწარმოს მიერ შეთანხმებული საჰაერო მომსახურების უპირატესი მიზანია მგზავრთა გადაყვანის, ფოსტისა და ტვირთის გადაზიდვის შესაფერისობისათვის არსებული და გონივრული მოთხოვნების ტევადობის პირობების განსაზღვრა, რომელიც წარმოშობილია იმ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიიდან ან განსაზღვრულია იმ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიისთვის, რომელმაც დანიშნა ავიასაწარმო. მესამე სახელმწიფოდან წინასწარ განსაზღვრული საერთაშორისო მიმოსვლისთვის თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს დატვირთვის ან გადმოტვირთვის უფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე არსებულ პუნქტში უნდა იყოს შესაბამისობაში ამ მიმოსვლის პრინციპებთან, რომლებსაც ექნებათ დამატებითი ხასიათი და ტევადობა დაკავშირებული იქნება:

a) ავიასაწარმოთა განმსაზღვრელი ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიებსა და დადგენილ მარშრუტებზე განსაზღვრულ პუნქტებს შორის მიმოსვლის მოთხოვნებთან;

b) გადაყვანა-გადაზიდვის მოთხოვნებთან, რომელ არეალშიც მოძრაობს ავიასაწარმო მარშრუტის ეკონომიკური ექსპლუატაციისათვის;

c) ავიასაწარმოს ექსპლოატაციასთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან.

3. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ნებას რთავს დანიშნულ ავიასაწარმოებს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის ტევადობა და სიხშირე განსაზღვრონ საბაზრო და კომერციული მდგომარეობის გათვალისწინებით. არცერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლება ცალმხრივად არ ზღუდავს ტევადობას, სიხშირეს ან მიმოსვლის რეგულარობას, ან საჰაერო ხომალდის ტიპს ან ტიპებს, რომელიც ექსპლუატირებულია მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს შეზღუდვა ამ შეთანხმებისა და კონვენციის მე-15 მუხლით განსაზღვრული ერთგვაროვანი პირობების შესაბამისა