1. ხელშემკვრელი მხარეების მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს მიეცემათ შესაბამის ტერიტორიებს შორის დაწესებულ მარშრუტებზე შეთანხმებული მომსახურების შესასრულებლად სამართლიანი და თანაბარი პირობები.

2. თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოების მიერ შეთანხმებული მომსახურება უნდა უზრუნველყოფდეს გონივრული ჩატვირთვის კოეფიციენტს, რომელიც შეესაბამება ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიებს შორის მგზავრთა გადაყვანის, ისევე როგორც ბარგის, ტვირთისა და ფოსტის გადაზიდვის მოთხოვნებს.

3. ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოები დამოუკიდებლად განსაზღვრავენ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის ტევადობას, სიხშირეს და საჰაერო ხომალდის ტიპს. არც ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლება ცალმხრივად არ ზღუდავს ტევადობას, სიხშირეს და საჰაერო ხომალდის ტიპს, რომელიც ექსპლუატირებულია მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს შეზღუდვა საბაჟო, ტექნიკური, საექსპლუატაციო ან გარემოს დაცვის მიზეზით ჩიკაგოს კონვენციის მე-15 მუხლით განსაზღვრული ერთგვაროვანი პირობების შესაბამისად.

4. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოები, მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას დასამტკიცებლად წარუდგენენ ფრენის განრიგებს მათი ძალაში შესვლამდე სამოცი (60) დღით ადრე. განსაკუთრებულ შემთხვევაში, აღნიშნული პერიოდი შეიძლება შემცირდეს ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებებს შორის შეთანხმების საფუძველზ