1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარამოს მიერ გამოყენებული, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ტარიფები წესდება გონივრულად, ყველა ფაქტორის, მათ შორის მომხმარებელთა ინტერესების, საექსპლუატაციო დანახარჯების, მომსახურების მახასიათებლების, გონივრული შემოსავლის, სხვა ავიასაწარმოს ტარიფებისა და ბაზარზე არსებული სხვა კომერციული მოსაზრებების გათვალისწინებით.
2. ხელშემკვრელი მხარეები უთმობენ განსაკუთრებულ ყურადღებას იმ ტარიფებს, რომლებიც შესაძლებელია იყოს მიუღებელი, დისკრიმინაციული, არაგონივრულად მაღალი ან შეზღუდული, რომლებიც გამოწვეულია დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებით, ხელოვნურადაა დაწეული პირდაპირი ან არაპირდაპირი სახელმწიფო სუბსიდირების ან დახმარების საფუძველზე.
3. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოითხოვოს ტარიფის შეტყობინება ან წარდგენა. მსგავსი შეტყობინება ან წარდგენა შესაძლებელია მოთხოვნილი იყოს არაუგვიანეს ოცდაათი (30) დღისა, ტარიფების შეყვანისათვის შეთავაზებულ თარიღამდე. განსაკუთრებულ შემთხვევებში აღნიშნული ვადა შესაძლებელია შემცირდეს.
4. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უფლებამოსილია დაამტკიცოს ან უარყოს ტარიფები ერთი ან ორივე მიმართულებით ორივე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებს შორის, რომელიც იწყება მის საკუთარ ტერიტორიაზე. ტარიფები, რომელსაც აწესებს ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმო მეორე ხელშემკვრელ მხარესა და მესამე სახელმწიფოს შორის გადაყვანა-გადაზიდვის მომსახურებაზე, რომელსაც ფარავს წინამდებარე ხელშეკრულება ექვემდებარება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დამტკიცებას. არც ერთი ხელშემკვრელი მხარე ცალმხირვად არ იმოქმედებს, რათა თავიდან აიცილოს შემოთავაზებული ტარიფის ძალაში შესვლა ან ორ ხელშემკვრელ მხარეს შორის ერთი ან ორივე მიმართულებით გადაზიდვაზე ეფექტური ტარიფების გაგრძელება, რომელიც იწყება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.
5. თუ არც ერთი შესაბამისი საავიაციო ხელისუფლება ტარიფის წარდგენიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში წინამდებარე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად არ გამოხატავს უთანხმოებას, ტარიფები ითვლება დამტკიცებულად. თუ მცირდება მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წარდგენის პერიოდი, საავიაციო ხელისუფლებები თანხმდებიან, რომ შეტყობინების ვადა გახდება ოცდაათ დღეზე ნაკლები.
6. თუ ერთი ხელშემკვრელი მხარე თვლის, რომ მის ტერიტორიაზე გადაზიდვის ტარიფი მიეკუთვნება მე-2 პუნქტში აღწერილ კატეგორიას, ეს ხელშემკვრელი მხარე რაც შეიძლება სწრაფად და სულ მცირე შეტყობინების მიღების თარიღიდან ან ტარიფის წარდგენიდან ოცდაათი(30) დღის განმავლობაში ატყობინებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს უთანხმოების შესახებ და მოითხოვს კონსულტაციების გამართვას, მე-7 პუნქტის შესაბამისად.
7. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა თითოეული ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურების ნებისმიერ ტარიფთან დაკავშირებით, იმის ჩათვლით, რომ აღნიშნული ტარიფი წარმოადგენდა უთანხმოების საგანს. აღნიშნული კონსულტაციები უნდა გაიმართოს შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს სამოცი (60) დღისა. ხელშემკვრელმა მხარემ უნდა ითანამშრომლოს საკითხის გონივრული გადაჭრისათვის საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად. თუკი ხელშემკვრელი მხარეები მიაღწევენ შეთანხმებას, თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა იზრუნოს ამ შეთანხმების განხორციელებაზე. თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა უპირატესობა ენიჭება იმ ხელშემკვრელი მხარის გადაწყვეტილებას, რომლის ტერიტორიიდანაც დაიწყო გადაზიდვის შესრულება.
8. ამ მუხლის დებულებების თანახმად დამტკიცებული ტარიფები რჩება ძალაში, თუ იგი უარყოფილი არ იქნება აღნიშნული ავიასაწარმოების მიერ ან სანამ ახალი ტარიფი დამტკიცდება. ტარიფი ძალაში რჩება მისი მოქმედების ვადის გასვლის თარიღიდან არაუმეტეს ექვსი (6) თვისა, თუ ეს დამტკიცებული არ არის ხელშემკვრელი მხარეების მიერ. თუ ტარიფი დამტკიცებულია მოქმედების ვადის გარეშე და თუ წარმოდგენილი და დამტკიცებული არ არის ახალი ტარიფი, ტარიფი რჩება ძალაში სანამ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე შეტყობინების საშუალებით აუქმებს მის მოქმედებას საკუთარი ინიციატივით ან აღნიშნული ავიასაწარმოს(ების) მოთხოვნის საფუძველზე. მსგავსი გაუქმება არ უნდა მოხდეს არანაკლებ ოცდაათ (30) დღიანი წინასწარი შეტყობინების გარეშ