თითოეული ხელშემკვრელი მხარე უფლებას აძლევს თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს თვითონ დააწესოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ტარიფები ბაზარზე არსებული კომერციული მოსაზრებებიდან გამომდინარე.
ხელშემკვრელ მხარეთა ჩარევა შემოიფარგლება:
გაუმართლებლად დისკრიმინაციული ტარიფებისა და პრაქტიკის თავიდან აცილებით;
მომხმარებელთა დაცვით გაუმართლებლად მაღალი ან შემზღუდველი ეფექტის მქონე ტარიფებისგან, რომელიც გამოწვეულია დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებით; და
ავიასაწარმოების დაცვით ხელოვნურად დაბალი ტარიფებისგან, რომელიც პირდაპირი ან არაპირდაპირი სახელმწიფო სუბსიდიების ან მხარდაჭერის შედეგია.
3. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ, არადისკრიმინაციულ საფუძველზე, შეიძლება მოითხოვოს, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულმა ავიასაწარმოებმა მის საავიაციო ხელისუფლებას აცნობონ ან წარუდგინონ მის ტერიტორიაზე – ტერიტორიიდან შესვლა-გასვლაზე დასაწესებელი ტარიფები. ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს შესაძლებელია დაეკისროთ ტარიფების შეტყობინება ან წარდგენა ტარიფების ამოქმედების სავარაუდო თარიღამდე არანაკლებ ოცდაათი (30) დღით ადრე. ცალკეულ შემთხვევებში, შეტყობინება ან წარდგენა შეიძლება ნებადართულ იქნეს დადგენილზე უფრო მოკლე ვადაში.
4. თუ წინამდებარე მუხლით სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული, არცერთ ხელშემკვრელ მხარეს არ შეუძლია ცალმხრივად მიიღოს ისეთი ზომა, რომელიც ხელს შეუშლის ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიებს შორის საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვაზე, რომელიმე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს მიერ შეთავაზებული ან დაწესებული ტარიფის ამოქმედებას ან მოქმედების გაგრძელებას, ან ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიასა და ნებისმიერი სხვა ქვეყნის ტერიტორიას შორის საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვაზე შეთავაზებული ან დაწესებული ტარიფის ამოქმედებას ან მოქმედების გაგრძელებას, ასევე, ორივე შემთხვევაში, ტარიფის ამოქმედებას ან მოქმედების გაგრძელებას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვაზე, რომელშიც მონაწილეობს რამდენიმე ან ერთი ავიასაწარმო.
5. თუ ხელშემკვრელი მხარე მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ამგვარი ტარიფი შეუსაბამობაში მოდის ამ მუხლის მე-2 პუნქტის დებულებებთან, მას შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა და უმოკლეს ვადაში აცნობოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს თავისი უკმაყოფილების მიზეზი. კონსულტაციები უნდა გაიმართოს ასეთი მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს ოცდაათ (30) დღეში და ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ აღნიშნული საკითხის კეთილგონივრულად გადაჭრისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების კუთხით. იმ შემთხვევაში, თუ ხელშემკვრელმა მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას იმ ტარიფზე, რომელთან დაკავშირებითაც გამოითქვა უკმაყოფილება, თითოეული ხელშემკვრელი მხარე ყველა ღონეს იხმარს ამ შეთანხმების ასამოქმედებლად. ასეთი ორმხრივი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, ძალაში დარჩება მანამდე არსებული ტარიფ