მჭიდრო თანამშრომლობის სულისკვეთებით, ხელშემკვრელი მხარეები პერიოდულად ერთმანეთს გაუწევენ კონსულტაციებს წინამდებარე შეთანხმების დებულებების განხორციელებისა და მათთან შესაბამისობის სათანადოდ უზრუნველყოფის მიზნით,  ამასთან, თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა ამ შეთანხმების განმარტებასთან, გამოყენებასთან ან მასში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით.

აღნიშნული კონსულტაციები, რომლებიც შეიძლება გაიმართოს დისკუსიის ან მიმოწერის ფორმით, უნდა დაიწყოს შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში, თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებია