წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დავის წარმოშობის შემთხვევაში,  ხელშემკვრელ მხარეები შეეცდებიან დავა გადაწყვიტონ პირველ რიგში მოლაპარაკებათა  გზით.

თუ ხელშემკვრელი მხარეები ვერ გადაჭრიან დავას კონსულტაციების გზით, დავა, რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, განსახილველად გადაეცემა არბიტრაჟს ქვემოთ მოცემული პროცედურების დაცვით:

საარბიტრაჟო განხილვას წარმართავს სამი არბიტრისგან შემდგარი ტრიბუნალი, რომელთაგან თითოეული ხელშემკვრელი მხარე დანიშნავს ერთ არბიტრს, ხოლო მესამე არბიტრი დაინიშნება ორი შერჩეული არბიტრის ურთიერთშეთანხმებით, იმ პირობით, რომ მესამე არბიტრი არ უნდა იყოს არც ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე. თითოეული ხელშემკვრელი მხარე არბიტრს დანიშნავს მეორე ხელშემკვრელი მხარისგან დავის საარბიტრაჟო წესით გადაწყვეტასთან დაკავშირებით დიპლომატიური ნოტის მიღებიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში, ხოლო მესამე არბიტრის კანდიდატურა შეთანხმდება მომდევნო სამოცი (60) დღის განმავლობაში. თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე ვერ შესძლებს არბიტრის დანიშვნას სამოცი (60) დღის განმავლობაში, ან თუ მესამე არბიტრის კანდიდატურა ვერ შეთანხმდება ზემოაღნიშნულ ვადაში, თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია არბიტრის ან არბიტრების დანიშვნის მოთხოვნით მიმართოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტს. თუ პრეზიდენტი რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეა, დანიშვნას განახორციელებს რანგით ზემდგომი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც იმავე მიზეზით არ არის დისკვალიფიცერებული.

თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული, საარბიტრაჟო ტრიბუნალი წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად თავად განსაზღვრავს თავისი იურისდიქციის ფარგლებს და შეიმუშავებს თავის საპროცედურო წესებს. ტრიბუნალის გადაწყვეტილებით ან რომელიმე მხარის მოთხოვნით, გაიმართება კონფერენცია, რომელიც განსაზღვრავს საარბიტრაჟო წესით განსახილველ კონკრეტულ საკითხებს და შეიმუშავებს მათი განხილვის კონკრეტულ პროცედურებს შესაგებლების მიღებისთვის დადგენილი ვადიდან არაუგვიანეს თხუთმეტი (15) დღისა.

თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, ან საარბიტრაჟო ტრიბუნალი სხვაგვარად არ განსაზღვრავს,  თითოეული ხელშემკვრელი მხარე წარადგენს მემორანდუმს საარბიტრაჟო სასამართლოს სრულად დაკომპლექტებიდან ორმოცდახუთი (45) დღის განმავლობაში. შესაგებლები წარდგენილი უნდა იქნეს სამოცი (60) დღის შემდეგ. ტრიბუნალი საქმის მოსმენას გამართავს ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით, ან საკუთარი შეხედულებისამებრ,  შესაგებლების წარდგენის ვადის დადგომიდან თხუთმეტი (15) დღის განმავლობაში.

ტრიბუნალი წერილობით გადაწყვეტილებას მიიღებს საქმის მოსმენის დასრულებიდან –  ან თუ საქმის მოსმენა არ შედგა – ორივე შესაგებლის წარდგენის დღიდან ოცდაათი (30) დღის განმვლობაში. ტრიბუნალის გადაწყვეტილება მიღებულ იქნება ხმათა უმრავლესობით.

ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ გადაწყვეტილების განმარტების შესახებ მოთხოვნები წარადგინონ გადაწყვეტილების მიღებიდან თხუთმეტი (15) დღის განმავლობაში და განმარტება გაცემულ იქნება ამგვარი მოთხოვნის წარდგენიდან თხუთმეტი (15) დღის განმავლობაში.

თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს ტრიბუნალის მიერ გამოტანილი ნებისმიერი განჩინების ან  გადაწყვეტილების სრულად შესრულებას.

თითოეული ხელშემკვრელი მხარე თავად დაფარავს მის მიერ დანიშნული  არბიტრის ხარჯებს. ტრიბუნალის სხვა ხარჯები თანაბრად გაიყოფა ხელშემკვრელ მხარეებს შორის, ნებისმიერი იმ ხარჯის ჩათვლით, რომელსაც გასწევს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტი, ან ვიცე-პრეზიდენტი ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი პროცედურების განხორციელებისას.

ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ რომელიმე გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეორე ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეუზღუდოს, შეუჩეროს ან გაუუქმოს მას ამ შეთანხმების საფუძველზე მისთვის მინიჭებული ნებისმიერი უფლება ან პრივილეგი