1. თუ მხარეებს შორის ამ შეთანხმების ინტერპრეტირებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოიშვება ნებისმიერი დავა, პირველ რიგში ისინი ეცდებიან გადაწყვიტონ ეს დავა ერთობლივ კომიტეტზე გამართული ოფიციალური კონსულტაციების გზით, წინამდებარე შეთანხმების 22-ე მუხლის („ერთობლივი კომიტეტი“) მე-5 პუქნტის შესაბამისად.

2. თითოეულ მხარეს შეუძლია ამ შეთანხმების ინტერპრეტაციასა და გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავა, რომელიც ვერ გადაწყდება ამ მუხლის 1-ლი პარაგრაფის შესაბამისად, გადასცეს სამი არბიტრისგან შემდგარ საარბიტრაჟო ტრიბუნალს ქვემოთ დადგენილი პროცედურების შესაბამისად:

(a) თითოეული მხარე დანიშნავს არბიტრს 60 (სამოცი) დღის ვადაში დიპლომატიური არხებით შეტყობინების მიღებიდან, რომლითაც მეორე მხარე ითხოვს საარბიტრაჟო განხილვას არბიტრაჟის ტრიბუნალის მიერ; მესამე არბიტრი დაინიშნება დანარჩენი ორი არბიტრის მიერ დამატებით 60 (სამოცი) დღის განმავლობაში; თუ რომელიმე მხარე არ დანიშნავს არბიტრს დადგენილი ვადის განმავლობაში, ან თუ მესამე არბიტრი არ დაინიშნება დადგენილ ვადაში, თითოეულ მხარეს შეუძლია მიმართოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტს, რომ საჭიროების მიხედვით დანიშნოს არბიტრი ან არბიტრები;

(b) მუხლის შესაბამისად დანიშნული მესამე არბიტრი იქნება მესამე სახელმწიფოს მოქალაქე და იმოქმედებს, როგორც არბიტრაჟის ტრიბუნალის პრეზიდენტი;

(c) არბიტრაჟის ტრიბუნალი მიიღებს საკუთარ პროცედურულ წესებს; და

(d) არბიტრაჟის წინასწარი ხარჯები თანაბრად დაეკისრებათ მხარეებს, რაც შემდგომში ექვემდებარება არბიტრაჟის ტრიბუნალის საბოლოო გადაწყვეტილებას.

3. ერთი მხარის მოთხოვნისას არბიტრაჟის ტრიბუნალმა შეიძლება მეორე მხარეს დააკისროს შუალედური ზომების განხორციელება, რაც დაექვემდებარება ტრიბუნალის საბოლოო გადაწყვეტილებას.

4. არბიტრაჟის ტრიბუნალის ნებისმიერი შუალედური ან საბოლოო გადაწყვეტილება სავალდებულო იქნება მხარეებისთვის.

5. თუ რომელიმე მხარე არ იმოქმედებს ამ მუხლით განსაზღვრული პირობების მიხედვით მიღებული არბიტრაჟის ტრიბუნალის გადაწყვეტილების შესაბამისად ამ გადაწყვეტილების შეტყობინებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში, მეორე მხარეს შეუძლია, იმ პერიოდში, როდესაც ეს გადაწყვეტილება არ სრულდება, შეზღუდოს, შეაჩეროს, ან გააუქმოს ის უფლებები, ან პრივილეგიები, რომელიც გარანტირებულია მის მიერ დამრღვევი მხარისთვის ამ შეთანხმების პირობების შესაბამისა