1. თუ რომელიმე მხარეს სურს ამ შეთანხმების დებულებების შეცვლა, მან შესაბამისად უნდა შეატყობინოს თავისი გადაწყვეტილება ერთობლივ კომიტეტს.
2. ერთობლივ კომიტეტს შეუძლია, ერთი მხარის შეთავაზების საფუძველზე და ამ მუხლის მიხედვით, მიიღოს გადაწყვეტილება ამ შეთანხმების დანართებში ცვლილებების შეტანის შესახებ.
3. ამ შეთანხმებაში ნებისმიერი ცვლილება ძალაში შევა თითოეული მხარის მიერ სათანადო შიდა პროცედურების დასრულების შემდეგ.
4. ეს შეთანხმება არ დაარღვევს თითოეული მხარის უფლებას, განურჩევლობის პრინციპის საფუძველზე და ამ ხელშეკრულების პირობების თანახმად, ცალმხრივად მიიღოს ახალი კანონმდებლობა, ან შეცვალოს არსებული კანონმდებლობა საჰაერო ტრანსპორტის ან მასთან დაკავშირებულ სფეროში, რაც განსაზღვრულია წინამდებარე შეთანხმების III დანართით.
5. როდესაც ნებისმიერი მხარის მიერ განიხილება ახალი კანონმდებლობა, ან არსებული კანონმდებლობის შეცვლა საჰაერო ტრანსპორტის, ან მასთან დაკავშირებულ სფეროში, რაც განსაზღვრულია წინამდებარე შეთანხმების III დანართით, მან მეორე მხარეს ინფორმაცია უნდა მიაწოდოს შესაძლებლობის ფარგლებში და საჭიროების მიხედვით. ნებისმიერი მხარის მოთხოვნით შესაძლოა ერთობლივ კომიტეტში გაიმართოს დისკუსია მოსაზრებების გაზიარებისთვის.
6. თითოეული მხარე რეგულარულად და საჭიროების მიხედვით მიაწვდის ინფორმაციას მეორე მხარეს საჰაერო ტრანსპორტის, ან მასთან დაკავშირებულ სფეროებში, რაც განსაზღვრულია წინამდებარე შეთანხმების III დანართით, ახლად მიღებული კანონმდებლობის, ან მოქმედი კანონმდებლობის შეცვლის შესახებ. ამის შემდეგ, ნებისმიერი მხარის მოთხოვნით, ერთობლივი კომიტეტი 60 (სამოცი) დღის განმავლობაში გამართავს დისკუსიას ამ ახალი კანონმდებლობის, ან კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების ამ შეთანხმების სათანადოდ განხორციელებაზე გავლენის შესახებ მოსაზრებების გაზიარების მიზნით.
7. წინამდებარე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული აზრთა ურთიერთგაცვლის შედეგად ერთობლივი კომიტეტი:
(a) მიიღებს გადაწყვეტილებას წინამდებარე შეთანხმების III დანართის გადახედვის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში და ორმხრივობის საფუძველზე, ახალი კანონმდებლობის, ან საკანონმდებლო ცვლილების მასში ინტეგრირებისთვის;
(b) მიიღებს გადაწყვეტილებას ახალი კანონმდებლობის, ან საკანონმდებლო ცვლილების ამ შეთანხმებასთან შესაბამისობის შესახებ; ან
(c) წარმოადგენს რეკომენდაციებს ნებისმიერი სხვა ზომების შესახებ, რომლებიც მიღებული უნდა იქნეს მიზანშეწონილი დროის განმავლობაში ამ შეთანხმების სათანადოდ განხორციელების უზრუნველყოფის მიზნი