1. ეს შეთანხმება ძალაში შევა ერთი თვის შემდეგ მხარეებს შორის დიპლომატიური შეტყობინებების გაცვლის შემდეგ ბოლო შეტყობინების მიღების თარიღიდან, რომელიც ადასტურებს, რომ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისთვის საჭირო ყველა პროცედურა დასრულებელია. ასეთი გაცვლის მიზნით საქართველო ევროკავშირის საბჭოს გენერალურ სამდივნოს გადასცემს თავის დიპლომატიურ ნოტას ევროკავშირისა და მისი სახელმწიფოებისთვის, ხოლო ევროკავშირის საბჭოს გენერალური სამდივნო გადასცემს ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების დიპლომატიურ ნოტას საქართველოს. ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების დიპლომატიური ნოტა უნდა შეიცავდეს თითოეული წევრი სახელმწიფოს დადასტურებას, რომ შესრულებულია ამ სახელმწიფოს ამ შეთანხმების ძალაში შესვლისთვის ყველა საჭირო პროცედურა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიუხედავად, ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან, განხორციელებისათვის საჭირო პროცედურების დასრულების შესახებ ერთი მხარის მიერ მეორე მხარისათვის საბოლოო ნოტის გაგზავნის თარიღის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან დროებით გამოიყენონ წინამდებარე შეთანხმება თავიანთი შიდა პროცედურების და/ან შიდა კანონმდებლობის შესაბამისად.

რის დასტურადაც, სათანადოდ უფლებამოსილი პირები ხელს აწერენ ამ შეთანხმებას.

შესრულებულია ბრიუსელში, 2010 წლის 2 დეკემბერს, ორ დედნად, ქართულ, ბულგარულ, ჩეხურ, დანიურ, ჰოლანდიურ, ინგლისურ, ესტონურ, ფინურ, ფრანგულ, გერმანულ, ბერძნულ, უნგრულ, იტალიურ, ლატვიურ, ლიტვურ, მალტურ, პოლონურ, პორტუგალიურ, რუმინულ, სლოვაკურ, სლოვენიურ, ესპანურ და შვედურ ენებზე. ყველა ტექსტს თანაბარი იურიდიული ძალა აქვს.

დანართი I

შეთანხმებული მიმოსვლა და დადგენილი მარშრუტები

1. ეს დანართი ექვემდებარება ამ შეთანხმების II დანართში მოცემულ გარდამავალ დებულებებს.

2. თითოეული მხარე მეორე მხარის ავიაგადამზიდველებს ანიჭებს ქვემოთ დადგენილ მარშრუტებზე საჰაერო სატრანსპორტო მიმოსვლის განხორციელების უფლებას:

(a) ევროკავშირის ავიაგადამზიდველებისათვის:

ნებისმიერი პუნქტი ევროკავშირში – შუალედური პუნქტები ევრომედის ქვეყნებში, ევროპის საერთო საჰაერო სივრცის (ECAA) ქვეყნებში ან IV დანართში ჩამოთვლილ ქვეყნებში – ნებისმიერი პუნქტი საქართველოში – პუნქტები მის მიღმა.

(b) საქართველოს ავიაგადამზიდველებისათვის:

ნებისმიერი პუნქტი საქართველოში – შუალედური პუნქტები ევრომედის ქვეყნებში, ევროპის საერთო საჰაერო სივრცის (ECAA) ან IV დანართში ჩამოთვლილ ქვეყნებში – ნებისმიერი პუნქტი ევროკავშირში.

3. ამ დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად განხორციელებული მიმოსვლა უნდა იწყებოდეს, ან წყდებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე, ქართული ავიაგადამზიდველებისათვის და ევროკავშირის ტერიტორიაზე – ევროკავშირის ავიაგადამზიდველებისათვის.

4. ორივე მხარის ავიაგადამზიდველებს მათი არჩევანის შესაბამისად შეუძლიათ რომელიმე, ან ყველა ფრენაზე:

a) განახორციელონ ფრენები ერთ-ერთი ან ორივე მიმართულებით;

b) გააერთიანონ სხვადასხვა რეისის ნომრები ერთი ავიაგადამზიდველის გაფრენაში;

c) განახორციელონ მიმოსვლა დანართის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შუალედურ და იმის მიღმა პუნქტებს შორის, და მხარეების ტერიტორიაზე პუნქტებში ნებისმიერი კომბინაციითა და რიგითობით;

d) გამოტოვონ გაჩერებები რომელიმე პუნქტში, ან პუნქტებში;

e) ნებისმიერ პუნქტში გადაიტანონ/გადაიყვანონ თავიანთი ერთი საჰაერო ხომალდიდან ტვირთი/მგზავრები თავიანთ სხვა საჰაერო ხომალდზე;

f) განახორციელონ გაჩერებები ნებისმიერ პუნქტებში რომელიმე მხარის ტერიტორიის ფარგლებში ან ფარგლებს მიღმა;

g) გადაიყვანონ ტრანზიტული მგზავრები სხვა მხარის ტერიტორიაზე; და

h) გააერთიანონ გადაზიდვა ერთსა და იმავე საჰაერო ხომალდში მიუხედავად ამ გადაზიდვის საწყისი პუნქტისა.

5. თითოეული მხარე თითოეულ ავიაგადამზიდველს უფლებას დართავს, თავად განსაზღვროს საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვის სიხშირე და მოცულობა, რომელსაც იგი ბაზარზე სთავაზობს კომერციულ გათვლებზე დაყრდნობით. ამ უფლების მიხედვით, არცერთმა მხარემ ცალმხრივად არ უნდა შეზღუდოს გადაზიდვების მოცულობა, სიხშირე ან მიმოსვლის სისტემატური ხასიათი, ან საჰაერო ხომალდის ტიპი, ან ტიპები, რომელსაც იყენებს მეორე მხარის ავიაგადამზიდველი, გარდა საბაჟო, ტექნიკური, საექსპლუატაციო, ეკოლოგიური, ჯანდაცვის მიზეზებისა ან წინამდებარე შეთანხმების მე-8 მუხლის („კონკურენტული გარემო“) გამოყენებისას.

6. თითოეული მხარის ავიაგადამზიდველებს შეუძლიათ განახორციელონ მიმოსვლა, კოდების ერთობლივად გამოყენების შეთანხმებების ფარგლებში, მესამე ქვეყანაში მდებარე ნებისმიერ პუნქტში, რომელიც არ არის შეტანილი დადგენილ მარშრუტებში, იმ პირობით, რომ ისინი არ გამოიყენებენ მე-5 თავისუფლების უფლებას.

დანართი II

გარდამავალი დებულებები

1. საქართველოს მიერ წინამდებარე შეთანხმების III დანართში მითითებული საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებული ევროკავშირის კანონმდებლობის დებულებების განხორციელება და გამოყენება, უშიშროების კანონმდებლობის გამოკლებით, წინამდებარე შეთანხმების III დანართის D ნაწილის შესაბამისად, ევროკავშირის პასუხისმგებლობის ქვეშ ექვემდებარება შეფასებას, რაც დამტკიცდება ერთობლივი კომიტეტის მიერ. ამგვარი შეფასება განხორციელდება ყველაზე გვიან შეთანხმების ძალაში შესვლიდან ორი წლის შემდგომ.

2. წინამდებარე შეთანხმების I დანართის პირობების მიუხედავად, წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული მომსახურება და დადგენილი მარშრუტები, არ მოიცავს, წინამდებარე შეთანხმების II დანართის პირველ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების მიღებამდე, მე-5 თავისუფლების უფლების გამოყენების უფლებას, მათ შორის, არც საქართველოს ავიაგადამზიდველების მიერ ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებულ პუნქტებს შორის.

თუმცა, საქართველოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის ორმხრივი შეთანხმებებით მინიჭებული გადაზიდვის უფლებები ძალაში რჩება იმდენად, რამდენადაც ევროკავშირის ავიაგადამზიდველებს შორის ნაციონალობის საფუძველზე დისკრიმინაციას არ აქვს ადგილი.

3. საავიაციო უშიშროების კანონმდებლობის განხორციელება საქართველოს მიერ უნდა შეფასდეს ევროკავშირის მიერ, რაც შემდეგ მტკიცდება ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილებით. ამგვარი შეფასება განხორციელდება ყველაზე გვიან შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის შემდგომ. მანამდე, საქართველო შეასრულებს ECAC Doc 30-ს.

4. გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდეგ, წინამდებარე შეთანხმების III დანართის D ნაწილის თანახმად, საავიაციო უშიშროების კანონმდებლობის კონფიდენციალური ნაწილი ხელმისაწვდომი უნდა გახდეს საქართველოს შესაბამისი ორგანოსათვის, რაც წარმოადგენს უშიშროების კუთხით მნიშვნელოვანი ინფორმაციის, ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის ჩათვლით, გაცვლის შესახებ შეთანხმების საგანს.

5. საქართველოს თანმიმდევრული გადასვლა, საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებით ევროკავშირის კანონმდებლობის სრულად გამოყენებაზე, რაც წინამდებარე შეთანხმების III დანართში არის წარმოდგენილი, შეიძლება გახდეს რეგულარული ცვლილების საგანი. ცვლილებები უნდა შემუშავდეს ევროპის კომისიის მიერ საქართველოსთან თანამშრომლობის გზით.

6. ამ დანართის 1-ლ პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების დღიდან, საქართველო უზრუნველყოფს საექსპლუატაციო ლიცენზირების იმ წესების გამოყენებას, რომლებიც შეესაბამება ევროგაერთიანებაში საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ერთიანი წესების შესახებ ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს 2008 წლის 24 სექტემბრის ტექნიკური რეგლამენტის (EC) No 1008/2008 II თავში გაწერილ წესებს. წინამდებარე შეთანხმების მე-4 მუხლი („ავიაგადამზიდველი კომპანიების შესაფერისობის, საკუთრების და კონტროლის მარეგულირებელი გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარება“) დებულებები, რომლებიც უკავშირდება საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ შესაძლებლობისა და/ან მოქალაქეობის განსაზღვრის ნაცვალგების პრინციპით აღიარებას, გათვალისწინებული იქნება ევროკავშირის კომპეტენტური ორგანოების მიერ, მას შემდეგ რაც ერთობლივი კომიტეტი დაადასტურებს, რომ ასეთი საექსპლუატაციო ლიცენზირების წესები სრულად გამოიყენება საქართველოს მიერ.

7. ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილებისათვის ზიანის მიყენების გარეშე, ან წინამდებარე შეთანხმების მუხლი 24-ის („უსაფრთხოების ზომები“) ფარგლებში, ხელმოწერის დროს საქართველოს რეესტრში აღრიცხული იმ საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ვარგისიანობა, რომელსაც იყენებს საქართველოს მიერ რეგულირებული ოპერატორი და არ გააჩნია EASA-ს მიერ გაცემული სერტიფიკატი, წინამდებარე შეთანხმების დანართი III-ის c ნაწილით განსაზღვრული ევროკავშირის სათანადო კანონმდებლობის თანახმად, შესაძლებელია დაშვებულ იქნეს საქართველოს კომპეტენტური ორგანოს პასუხისმგებლობით, საქართველოში მოქმედი ეროვნული მოთხოვნებისამებრ შემდეგ ვადამდე:

a) სატვირთო გადაზიდვებისათვის განკუთვნილი საჰაერო ხომალდებისათვის 2015 წლის 1 იანვარი;

b) შვეულმფრენების, აგრეთვე ავიაგადამზიდველების ექსპლუატანტის სერტიფიკატების შესაბამისად საძიებო და სამაშველო, საავიაციო სამუშაოების, საწვრთნელი, საავარიო, სოფლის მეურნეობის და ჰუმანიტარული ფრენებისათვის განკუთვნილი მსუბუქი და ულტრამსუბუქი საჰაერო ხომალდებისათვის 2019 წლის 31 დეკემბერი; იმის გათვალისწინებით, რომ საჰაერო ხომალდი აკმაყოფილებს კონვენციით დადგენილ საერთაშორისო საავიაციო უსაფრთხოების სტანდარტებს. ამ დანართის 1-ლ პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ამგვარი საჰაერო ხომალდი ვერ ისარგებლებს წინამდებარე შეთანხმებით მინიჭებული რაიმე დამატებითი უფლებით.

დანართი III

(ექვემდებარება რეგულარულ განახლებას)

სამოქალაქო ავიაციის მოქმედი წესები

შემდეგი აქტების `შესაბამისი დებულებები“ გამოიყენება წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, თუ წინამდებარე შეთანხმების წინამდებარე, ან II დანართში („გარდამავალი დებულებები“) სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული. საჭიროების შემთხვევაში, თითოეული ინდივიდუალური აქტის კონკრეტული ვარიაციები მოცემულია ქვემოთ.

A. ბაზარზე დაშვება და დამატებითი საკითხები

N95/93

(EEC) საბჭოს 1993 წლის 18 იანვრის N95/93 რეგულაცია გაერთიანების აეროპორტებში დროის განრიგების (სლოტები) გამოყოფის საერთო ნორმების შესახებ, შესწორებულია:

ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2002 წლის 27 მაისის N894/2002 რეგულაციით (EC) (EEC) საბჭოს N95/93 რეგულაციის შეცვლის შესახებ

ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2003 წლის 22 ივლისის N1554/2003 რეგულაციით (EC) (EEC) საბჭოს N95/93 რეგულაციის შეცვლის შესახებ

ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 21 აპრილის N793/2004 რეგულაციით (EC) (EEC) საბჭოს N95/93 რეგულაციის შეცვლის შესახებ

შესაბამისი დებულებები: მუხლები 1-12 და მუხლები 14ა(2)

რაც შეეხება 12(2) მუხლის გამოყენებას, ტერმინი „კომისია“ უნდა იკითხებოდეს როგორც „ერთობლივი კომისია“.

N96/67

1996 წლის 15 ოქტომბრის საბჭოს დირექტივა 96/67/EC თანამეგობრობის აეროპორტებში ხმელეთზე მომსახურების (გრაუნდჰენდლინგი) ბაზარზე დაშვების შესახებ

შესაბამისი დებულებები: 1-25 მუხლები და დანართი

რაც შეეხება მე-10 მუხლის გამოყენებას, ტერმინი „წევრი სახელმწიფოები“ უნდა იკითხებოდეს, როგორც „ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები”.

რაც შეეხება 20(2) მუხლის გამოყენებას, ტერმინი „კომისია“ უნდა იკითხებოდეს, როგორც „ერთობლივი კომისია”.

N785/2004

ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 21 აპრილის N785/2004 რეგულაცია (EC), ავიაგადამზიდველებისათვის და საჰაერო ხომალდის ოპერატორებისათვის სადაზღვევო მოთხოვნების შესახებ

შესაბამისი დებულებები: მუხლები 1-8 და 10(2) მუხლი

N2009/12

2009 წლის 11 მარტის ევროპის პარლამენტისა და საბჭოს დირექტივა (EC) N2009/12 აეროპორტის მოსაკრებლების შესახებ

შესაბამისი დებულებები: მუხლები 1-12

B. საჰაერო მოძრაობის მართვა

N549/2004

ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 10 მარტის N549/2004 რეგულაცია (EC) ერთიანი ევროპული საჰაერო სივრცის შექმნის ჩარჩოს დადგენის შესახებ (ჩარჩო რეგულაცია)

შესაბამისი დებულებები: მუხლები 1-4,6 და 9-14

N550/2004

ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 10 მარტის N550/2004 რეგულაცია (EC) ერთიან ევროპულ საჰაერო სივრცეში სანავიგაციო მომსახურებით უზრუნველყოფის შესახებ (მომსახურების უზრუნველყოფის რეგულაცია)

შესაბამისი დებულებები: მუხლები 1-19, დანართები I და II

N551/2004

ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 10 მარტის N551/2004 რეგულაცია (EC) ერთიან ევროპულ საჰაერო სივრცეში საჰაერო სივრცის ორგანიზებისადა გამოყენების შესახებ (საჰაერო სივრცის რეგულაცია)

შესაბამისი დებულებები: მუხლები 1-11

N552/2004

ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 10 მარტის N552/2004 რეგულაცია (EC) ევროპის საჰაერო მოძრაობის მართვის ქსელის ურთიერთქმედების შესახებ (ურთიერთქმედების რეგულაცია)

შესაბამისი დებულებები: მუხლები 1-12, დანართები I-V

N2096/2005

კომისიის 2005 წლის 20 დეკემბრის რეგულაცია (EC) N2096/2005 საჰაერო სანავიგაციო მომსახურების უზრუნველყოფის მოთხოვნების დადგენის შესახებ,შეიცვალა:

კომისიის 2007 წლის 8 ნოემბრის რეგულაციით (EC) N1315/2007 საჰაერო მოძრაობის მართვის უსაფრთხოების კონტროლის და (EC) N2096/2005 რეგულაციაში ცვლილების შეტანის შესახებ

კომისიის 2008 წლის 30 მაისის რეგულაციით (EC) N482/2008, საჰაერო სანავიგაციო მომსახურების მომწოდებლების მიერ განსახორციელებული პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემის დადგენის და (EC) N2096/2005 რეგულაციის II დანართში შესწორების შესახებ

კომისიის 2008 წლის 15 ივლისის რეგულაციით (EC) N 668/2008, (EC) N2096/2005 რეგულაციის II-V დანართებში ცვლილების შესახებ, რომელიც ადგენს საჰაერო სანავიგაციო მომსახურებისადმი საერთო მოთხოვნებს, რაც შეეხება სამუშაო მეთოდებს და საექსპლუატაციო პროცედურებს

შესაბამისი დებულებები: მუხლები 1-9, დანართები I-V

N2150/2005

კომისიის 2005 წლის 23 დეკემბრის რეგულაცია (EC) N 2150/2005 საჰაერო სივრცის მოქნილად გამოყენების საერთო წესების დადგენის შესახებ

N2006/23

ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2006 წლის 5 აპრილის დირექტივა 2006/23/EC გაერთიანებაში საჰაერო მოძრაობის მაკონტროლებლის ლიცენზიის შესახებ

შესაბამისი დებულებები: მუხლები 1-16, 18, 19, 20 და დანართები I-IV

N 730/2006

2006 წლის 11 მაისის კომისიის რეგულაცია (EC) N730/2006 საჰაერო კლასიფიკაციისა და 195 ფრენის დონეზე ზევით ვიზუალური ფრენის წესების მიხედვით განხორციელებულ ფრენებზე დაშვების შესახებ

N1794/2006

2006 წლის 6 დეკემბრის კომისიის რეგულაცია (EC) N1794/2006 საჰაერო სანავიგაციო მომსახურებისათვის ღირებულების საერთო სქემის დადგენის შესახებ

N1033/2006

2006 წლის 4 ივლისის კომისიის რეგულაცია (EC) N1033/2006 ერთიანი ევროპული საჰაერო სივრცისათვის გაფრენის წინა ფაზის ფრენის გეგმის პროცედურების მოთხოვნების დადგენის შესახებ

N1032/2006

2006 წლის 6 ივლისის კომისიის რეგულაცია (EC) N1032/2006 სადისპეტჩერო პუნქტებს შორის შეტყობინების, კოორდინაციის და ფრენების გადაცემის მიზნით ფრენის მონაცემების გაცვლის ავტომატური სისტემებისათვის მოთხოვნების დადგენის შესახებ

N219/2007

2007 წლის 27 თებერვლის საბჭოს რეგულაცია (EC) N219/2007 ევროპული საჰაერო ტრანსპორტის მართვის ახალი თაობის სისტემის (SESAR) შემუშავების მიზნით ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ

შესაბამისი დებულებები: მუხლი 1(1) -(2) და (5) -(7), მუხლები 2-3, მუხლი 4(1), დანართი

N633/2007

2007 წლის 7 ივნისის კომისიის რეგულაცია (EC) N633/2007 სადისპეტჩერო პუნქტებს შორის შეტყობინების, კოორდინაციის და ფრენების გადაცემის მიზნით გამოყენებული ფრენის შეტყობინების გადაცემის პროტოკოლის გამოყენების მოთხოვნებს

შესაბამისი დებულებები: მუხლები 1-7, მე-8 მუხლის მეორე და მესამე წინადადებები, I-IV დანართები

N1265/2007

2007 წლის 26 ოქტომბრის კომისიის რეგულაცია (EC) N1265/2007, რომელიც ადგენს ერთიანი ევროპული საჰაერო სივრცისათვის ჰაერი-მიწა ხმოვანი არხების განაწილების მოთხოვნებს

შესაბამისი დებულებები: მუხლები 1-9, დანართები I-IV

N1315/2007

კომისიის 2007 წლის 8 ნოემბრის რეგულაცია (EC) N1315/2007 საჰაერო მოძრაობის მართვის კონტროლის უსაფრთხოების და N2096/2005 რეგულაციის (EC) შეცვლის შესახებ

შესაბამისი დებულებები: მუხლები 1-15

N482/2008

კომისიის 2008 წლის 30 მაისის რეგულაცია (EC) N482/2008 საჰაერო სანავიგაციო მომსახურების პროვაიდერების მიერ დასანერგი პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემის დადგენის და (EC) N2096/2005 რეგულაციის II დანართში შესწორების შესახებ

შესაბამისი დებულებები: მუხლები 1-5, დანართები I-II

N668/2008

(EC) N2096/2005 რეგულაციის II-დან V-მდე დანართების ცვლილების შესახებ კომისიის 2008 წლის 15 ივლისის რეგულაცია (EC) N668/2008, რომელიც ადგენს ჰაერსანაოსნო მომსახურების დებულების ერთიან მოთხოვნებს, ასევე მუშაობის მეთოდებსა და ექსპლუატაციის პროცედურებს.

შესაბამისი დებულებები: მუხლები 1-2

N1361/2008

ევროპის საჰაერო ნაკადების მართვის სისტემის (SESAR) ახალი თაობის განვითარების ერთობლივი ვალდებულების ჩამოყალიბების შესახებ კომისიის 2008 წლის 16 დეკემბრის რეგულაცია (EC) N1361/2008, რომელიც ცვლის (EC) N219/2007 რეგულაციას.

შესაბამისი დებულებები: მუხლები 1-5 (1.6 მუხლის გამოკლებით), დანართი (მე-11 და მე-12 პუნქტების გამოკლებით).

N29/2009

ევროპის ერთიანი საჰაერო სივრცის მონაცემთა კავშირის სამსახურების მოთხოვნების შესახებ კომისიის 2009 წლის 16 იანვრის რეგულაცია (EC) N29/2009.

შესაბამისი დებულებები: მუხლები 1-15, დანართები I-VII.

N30/2009

კომისიის 2009 წლის 16 იანვრის (EC) N30/2009 რეგულაცია, კომისიის (EC) N1032/2006 რეგულაციაში ცვლილების შესახებ, რომელიც ეხება ფრენის მონაცემთა გაცვლის ავტომატური სისტემების იმ მოთხოვნებს, რომლებიც მხარს უჭერს მონაცემთა დამაკავშირებელ მომსახურებას.

შესაბამისი დებულებები: მუხლები 1-2, დანართი.

N262/2009

კომისიის 2009 წლის 30 მარტის (EC) N262/2009 რეგულაცია, რომელიც ადგენს ევროპის ერთიანი საჰაერო სივრცის  ტიპის თანმდევი კოდების კოორდინირებული განთავსებისა და გამოყენების მოთხოვნებს.

შესაბამისი დებულებები: მუხლები 1-13, დანართები I-III.

N1070/2009

ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 21 ოქტომბრის (EC) N1070/2009 რეგულაცია, რომელიც ცვლის (EC) N549/2004, (EC) N550/2004, (EC) N551/2004 და (EC) N552/2004 რეგულაციებს ევროპის საავიაციო სისტემის მდგრადობისა და ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით.

შესაბამისი დებულებები: მუხლები 1-5, 1.4 მუხლის გამოკლებით.

C. საავიაციო უსაფრთხოება

N3922/91

საბჭოს 1991 წლის 16 დეკემბრის რეგულაცია (EEC) N 3922/91 სამოქალაქო ავიაციის სფეროში ტექნიკური მოთხოვნებისა და ადმინისტრაციული პროცედურების ჰარმონიზაციის შესახებ,შესწორებულია:

კომისიის 1996 წლის 13 ნოემბრის რეგულაციით (EC) N2176/96 სამეცნიერო და ტექნიკური პროგრესის შესახებ საბჭოს (EEC) N3922/91 რეგულაციაში ცვლილების შეტანის შესახებ

კომისიის 1999 წლის 25 მაისის რეგულაციით (EC) N1069/1999 სამეცნიერო და ტექნიკური პროგრესის შესახებ საბჭოს (EEC) N3922/91 რეგულაციის ადაპტირების შესახებ

კომისიის 2000 წლის 28 დეკემბრის რეგულაციით (EC) N 2871/2000 სამეცნიერო და ტექნიკური პროგრესის შესახებ საბჭოს (EEC) N3922/91 რეგულაციის სამოქალაქო ავიაციის სფეროში ტექნიკური მოთხოვნებისა და ადმინისტრაციული პროცედურების ჰარმონიზაციის შესახებ რეგულაციასთან ადაპტირების შესახებ

ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2002 წლის 15 ივლისის რეგულაციით (EC) N1592/2002 სამოქალაქო ავიაციის სფეროში საერთო წესებისა და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს შექმნის შესახებ

2006 წლის 12 დეკემბრის რეგულაციით (EC) N1899/2006 სამოქალაქო ავიაციის სფეროში ტექნიკური მოთხოვნებისა და ადმინისტრაციული პროცედურების ჰარმონიზაციის შესახებ

ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2006 წლის 20 დეკემბრის რეგულაციით (EC) N1900/2006 სამოქალაქო ავიაციის სფეროში ტექნიკური მოთხოვნებისა და ადმინისტრაციული პროცედურების ჰარმონიზაციის შესახებ საბჭოს N3922/91 რეგულაციის (EC) შესწორების შესახებ

კომისიის 2007 წლის 11 დეკემბრის რეგულაციით (EC) N 8/2008 საჰაერო ხომალდით კომერციული გადაზიდვებზე გავრცელებული საერთო ტექნიკური მოთხოვნებისა და ადმინისტრაციული პროცედურების ჰარმონიზაციის შესახებ საბჭოს N3922/91 რეგულაციის (EC) შესწორების შესახებ

კომისიის 2008 წლის 20 აგვისტოს რეგულაციით (EC) N 859/2008 საჰაერო ხომალდით კომერციული გადაზიდვებზე გავრცელებული საერთო ტექნიკური მოთხოვნებისა და ადმინისტრაციული პროცედურების ჰარმონიზაციის შესახებ საბჭოს N3922/91 რეგულაციის (EC) შესწორების შესახებ

შესაბამისი დებულებები: მუხლები 1-10, 12-13, 4(1) მუხლის და 8(2) მუხლის (მეორე წინადადება) გარდა, დანართები I-III

რაც შეეხება მე-12 მუხლის გამოყენებას, „წევრი სახელმწიფოები“ უნდა იკითხებოდეს, როგორც „ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები“

N216/2008

ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2008 წლის 20 თებერვლის რეგულაცია (EC) N216/2008 სამოქალაქო ავიაციის სფეროში საერთო წესებისა და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს შექმნის და საბჭოს 91/670/EEC დირექტივის, (EC) N1592/2002 რეგულაციისა და 2004/36/EC დირექტივის გაუქმების შესახებ

შესაბამისი დებულებები: მუხლები 1-68 65-ე მუხლის გარდა, 69(1) მეორე წინადადება, 69(4) მუხლი, დანართები I-VI

რომელიც შეცვლილია:

სამოქალაქო ავიაციის სფეროში ერთიანი წესებისა და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს შექმნის შესახებ ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 30 ივლისის (EC) N690/2009 რეგულაცია, რომელიც ცვლის კომისიის (EC) N216/2008 რეგულაციას და აუქმებს საბჭოს 91/670/EEC დირექტივას, (EC) N1592/2002 რეგულაციასა და 2004/36/EC დირექტივას.

ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 21 ოქტომბრის (EC) N1108/2009 რეგულაცია, რომელიც ცვლის (EC) N216/2008 რეგულაციას აეროდრომების, საჰაერო ნაკადების მართვისა და ჰაერსანაოსნო მომსახურების სფეროს შესახებ და აუქმებს 2006/23/EC დირექტივას.

შესაბამისი დებულებები: მუხლები 1-3 (მუხლი 1.7-ს გამოკლებით, რომელიც აყალიბებს ახალ მუხლებს 8a.5, 8b.6 და 8c.10), დანართი

N94/56

საბჭოს 1994 წლის 21 ნოემბრის 94/56/EC დირექტივა სამოქალაქო ავიაციაში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და ინციდენტების გამოძიების მარეგულირებელი ძირითადი პრინციპების დადგენის შესახებ

შესაბამისი დებულებები: მუხლები 1-12

N2003/42

ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2003 წლის 13 ივნისის 2003/42/EC დირექტივა სამოქალაქო ავიაციაში მომხდარი ინციდენტების შეტყობინების შესახებ

შესაბამისი დებულებები: მუხლები 1-11, დანართები I-II

N1321/2007

კომისიის 2007 წლის 12 ნოემბრის რეგულაცია (EC) N1321/2007 ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2003/42/EC დირექტივის შესაბამისად სამოქალაქო ავიაციაში მომხდარი ინციდენტების შესახებ გაცვლილი ინფორმაციის ერთიან ბაზაში ინტეგრაციის წესების დადგენის შესახებ

შესაბამისი დებულებები: მუხლები 1-4

N1330/2007

კომისიის 2007 წლის 24 სექტემბრის რეგულაცია (EC) N1330/2007 დაინტერესებული მხარეებისათვის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2003/42/EC დირექტივის 7(2) მუხლში მითითებული სამოქალაქო ავიაციაში მომხდარი ინციდენტების შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესების დადგენის შესახებ

შესაბამისი დებულებები: მუხლები 1-10, დანართები 1-10

N1702/2003

კომისიის 2003 წლის 24 სექტემბრის რეგულაცია (EC) N1702/2003 საჰაერო ხომალდის და დაკავშირებული პროდუქციის, ნაწილებისა და მოწყობილობების ფრენის ვარგისობაზე და ეკოლოგიური სერტიფიცირების, ასევე კონსტრუქციის და გამომშვები ორგანიზაციების სერტიფიცირების წესების დადგენის შესახებ,რომელიც შეცვლილია

კომისიის 2005 წლის 7 მარტის რეგულაციით (EC) N381/2005 რეგულაციის (EC) N1702/2003 ცვლილების შესახებ

კომისიის 2008 წლის 8 მაისის რეგულაციით (EC) N706/2006 რეგულაციის (EC) N1702/2003 ცვლილების შესახებ, რომელიც ეხება წევრი სახელმწიფოების მიერ შეზღუდული ვადის დამტკიცებისთვის განკუთვნილ დროს

კომისიის 2007 წლის 28 მარტის რეგულაციით (EC) N335/2007 რეგულაციის (EC) N1702/2003 ცვლილების შესახებ, რომელიც შეეხება საჰაერო ხომალდის და დაკავშირებული პროდუქტების, ნაწილების და მოწყობილობების ეკოლოგიური სერტიფიკატის გაცემის წესების შესრულებას

კომისიის 2007 წლის 30 მარტის რეგულაციით (EC) N375/2007 რეგულაციის (EC) N1702/2003 ცვლილების შესახებ ხომალდის და დაკავშირებული პროდუქციის, ნაწილების და მოწყობილობების ფრენის ვარგისობაზე და ეკოლოგიური სერტიფიცირების, ასევე კონსტრუქციის და გამომშვები ორგანიზაციების სერტიფიცირების წესების დადგენის შესახებ

კომისიის 2008 წლის 28 მარტის რეგულაციით (EC) N287/2008 რეგულაციის (EC) N1702/2003 2c(2) მუხლში მითითებული მოქმედების ვადის გახანგრძლივების შესახებ

კომისიის 2008 წლის 27 ოქტომბრის რეგულაციით (EC) N1057/2008 (EC) N1702/2003 რეგულაციის ფრენის ვარგისობის შემოწმების სერტიფიკატის (EASA ფორმა 15 a) II დანართის შესწორების შესახებ

კომისიის 2009 წლის 30 ნოემბრის (EC) N1194/2009 რეგულაცია, რომელიც ცვლის (EC) N1702/2003 რეგულაციას, რომელიც ადგენს საჰაერო ხომალდისა და შესაბამისი პროდუქციის, ნაწილების და მოწყობილობების ვარგისიანობისა და გარემოზე ზემოქმედების სერტიფიცირების განხორციელების წესებს, ისევე როგორც პროექტირებისა და მწარმოებელი ორგანიზაციების სერტიფიცირების წესებს

შენიშვნა: შესწორებულია კომისიის 2009 წლის 30 ნოემბრის (EC) N1194/2009 რეგულაციაში შეტანილი შესწორებით, რომელიც ცვლის (EC) N1702/2003 რეგულაციას საჰაერო ხომალდისა და შესაბამისი პროდუქციის, ნაწილების და მოწყობილობების ვარგისიანობისა და გარემოზე ზემოქმედების სერტიფიცირების განხორციელების წესების, ასევე პროექტირებისა და წარმოების ორგანიზაციის სერტიფიცირების წესების დადგენის შესახებ (OJ L 321, 8.12.2009)

შესაბამისი დებულებები: მუხლები 1-4, დანართი. ამ რეგულაციაში მითითებული გარდამავალი პერიოდები განისაზღვრება ერთობლივი კომიტეტის მიერ.

N2042/2003

კომისიის 2003 წლის 20 ნოემბრის რეგულაცია (EC) N2042/2003 საჰაერო ხომალდის და ჰაერსანაოსნო პროდუქტების, ნაწილების და მოწყობილობების უწყვეტი ფრენისთვის ვარგისიანობის და ამ პროცესში ჩართული ორგანიზაციების და პერსონალის დამტკიცების შესახებ,რომელიც შესწორებულია

კომისიის 2006 წლის 8 მაისის რეგულაციით (EC) N707/2006, რომლითაც შეიცვალა რეგულაცია (EC) N2042/2003 შეზღუდული ვადის დამტკიცების შესახებ, და I და III დანართები

კომისიის 2007 წლის 30 მარტის რეგულაციით (EC) N376/2007 საჰაერო ხომალდის და ჰაერსანაოსნო პროდუქტების, ნაწილების და მოწყობილობების უწყვეტი ფრენის ვარგისიანობის და ამ პროცესში ჩართული ორგანიზაციების და პერსონალის დამტკიცების შესახებ (EC) N2042/2003 რეგულაციის შესწორების შესახებ

კომისიის 2008 წლის 27 ოქტომბრის რეგულაციით (EC) N1056/2008 საჰაერო

ხომალდის და ჰაერსანაოსნო პროდუქტების, ნაწილების და მოწყობილობების უწყვეტი ფრენის ვარგისიანობის და ამ პროცესში ჩართული ორგანიზაციების და პერსონალის დამტკიცების შესახებ N2042/2003 რეგულაციის (EC) შეცვლის შესახებ

კომისიის 2010 წლის 5 თებერვლის (EC) N127/2010 რეგულაცია, რომელიც ცვლის (EC) N2042/2003 რეგულაციას საჰაერო ხომალდისა და შესაბამისი პროდუქციის, ნაწილების და მოწყობილობების ვარგისიანობისა და გარემოზე ზემოქმედების გაგრძელების შესახებ, ასევე დავალებაში ჩართული ორგანიზაციებისა და პერსონალის დამტკიცების შესახებ

შესაბამისი დებულებები: მუხლები 1-6, დანართები I-IV

N104/2004

კომისიის 2004 წლის 22 იანვრის რეგულაცია (EC) N104/2004 ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს სააპელაციო საბჭოს ორგანიზაციის და შემადგენლობის წესების დადგენის შესახებ

შესაბამისი დებულებები: მუხლები 1-7 და დანართი

N593/2007

კომისიის 2007 წლის 31 მაისის რეგულაცია (EC) N593/2007 ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ დადგენილი საფასურისა და მოსაკრებლების შესახებ

შეცვლილია:

კომისიის 2008 წლის 23 დეკემბრის (EC) N1356/2008 რეგულაციით, რომელიც ცვლის ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ დადგენილი საფასურისა და მოსაკრებლების შესახებ (EC) N593/2007 რეგულაციას.

შესაბამისი დებულებები: მუხლები 1-12, 14(2), დანართი

N736/2006

კომისიის 2006 წლის 16 მაისის რეგულაცია (EC) N736/2006 ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს სტანდარტიზაციის შემოწმების განხორციელების სამუშაო მეთოდების შესახებ

შესაბამისი დებულებები: მუხლები 1-12, 14(2), დანართი

N768/2006

კომისიის 2006 წლის 19 მაისის რეგულაცია (EC) N768/2006 საჰაერო ხომალდის, რომლებიც სარგებლობენ გაერთიანების აეროპორტებით, უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის შეგროვების და გაცვლის და საინფორმაციო სისტემების მართვის შესახებ ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2004/36/EC დირექტივის განხორციელების შესახებ

შესაბამისი დებულებები: მუხლები 1-5

N2111/2005

ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2005 წლის 14 დეკემბრის რეგულაცია (EC) N2111/2005 გაერთიანების იმ ავიაგადამზიდველების სიის ჩამოყალიბების თაობაზე რომელთაც აკრძალული აქვთ საჰაერო მიმოსვლის განხორციელება გაერთიანების ფარგლებში და გადაყვანა-გადაზიდვის განმახორციელებელი ავიაგადამზიდველის იდენტობის შესახებ მგზავრების ინფორმირების თაობაზე, რომელიც აუქმებს დირექტივას 2004/36/CE მე-9 მუხლს

შესაბამისი დებულებები: მუხლები 1-13, დანართი

კომისიის 2006 წლის 22 მარტის რეგულაცია (EC) N473/2006, რომელიც ადგენს განსახორციელებელ წესებს, ევროპის პარლამენტისა და საბჭოს რეგულაცია (EC) N2111/2005 II თავში მითითებული გაერთიანების სიის იმ ავიაგადამზიდველებისათვის, რომელთაც აკრძალული აქვთ საჰაერო მიმოსვლის განხორციელება გაერთიანების ფარგლებში.

შესაბამისი დებულებები: მუხლები 1-6 და დანართები A-C

კომისიის 2006 წლის 22 მარტის რეგულაცია (EC) N474/2006 რომელიც ადგენს ევროპის პარლამენტისა და საბჭოს რეგულაცია (EC) N2111/2005 II თავში მითითებული იმ ავიაგადამზიდველების გაერთიანების სიას, რომელთაც აკრძალული აქვთ საჰაერო მიმოსვლის განხორციელება გაერთიანების ფარგლებში, რომელიც შემდგომში ჩასწორებულ იქნა.

შესაბამისი დებულებები: მუხლები 1-3 და დანართები A და B

D. საავიაციო უშიშროება

N300/2008

ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2008 წლის 11 მარტის რეგულაცია (EC) N300/2008 სამოქალაქო ავიაციის სფეროში საერთო ნორმების და N2320/2002 რეგულაციის (EC) გაუქმების შესახებ

შესაბამისი დებულებები: მუხლები 1-18, მუხლი 21, დანართი

N18/2010

კომისიის 2010 წლის 8 იანვრის (EU) N18/2010 რეგულაცია, რომელიც ცვლის ევროპის პარლამენტისა და საბჭოს (EC) N300/2008 რეგულაციას, რომელიც ეხება ეროვნული ხარისხის კონტროლის პროგრამების ტექნიკურ მახასიათებლებს სამოაქალაქო ავიაციის უსაფრთხოების სფეროში.

N272/2009

კომისიის 2009 წლის 2 აპრილის (EC) N272/2009 რეგულაცია, რომელიც სრულყოფს ევროპის პარლამენტისა და საბჭოს (EC) N300/2008 რეგულაციის დანართით გათვალისწინებულ სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების ერთიან ძირითად სტანდარტებს.

N1254/2009

კომისიის 2009 წლის 18 დეკემბრის (EU) N1254/2009 რეგულაცია, რომელიც აწესებს კრიტერიუმს წევრი სახელმწიფოებისათვის სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების ერთიანი ძირითადი სტანდარტების უგულებელყოფისა და უსაფრთხოების ალტერნატიული ღონისძიებების მიღების უფლების მისაცემად.

კომისიის.... წლის (EU) N..... რეგულაცია, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი საავიაციო უსაფრთხოების ერთიანი ძირითადი სტანდარტების დანერგვის ღონისძიებები [დასამტკიცებელია ევროპის კავშირის მიერ]

კომისიის.... წლის (EU) N..... გადაწყვეტილება, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი საავიაციო უსაფრთხოების ერთიანი ძირითადი სტანდარტების დანერგვის ღონისძიებები, რაც მოიცავს (EC) N300/2008 რეგულაციის მე-18 მუხლის (ა) პუნქტში გაწერილ ინფორმაციას [დასამტკიცებელია ევროპის კავშირის მიერ]

E. გარემოს დაცვა

N2006/93

ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2006 წლის 12 დეკემბრის დირექტივა 2006/93/EC საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციის მე-16 დანართის II ნაწილის მე-3 თავის I ტომით გათვალისწინებული საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის რეგულირების შესახებ, მეორე გამოცემა

შესაბამისი დებულებები: მუხლები 1-6, დანართები I და II

N2002/30

ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2002 წლის 26 მარტის დირექტივა 2002/30/EC გაერთიანების აეროპორტებში ხმაურთან დაკავშირებული საექსპლუატაციო შეზღუდვების შემოღების წესების და პროცედურების დადგენის შესახებ

როგორც ეს დამატებული და შესწორებულია 2003 წლის მიერთების აქტითა და 2005 წლის მიერთების აქტით

შესაბამისი დებულებები: მუხლები 1-15, დანართები I და II

N2002/49

ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2002 წლის 25 ივნისის დირექტივა 2002/49/EC გარემო ხმაურის შეფასებისა და მართვის შესახებ

შესაბამისი დებულებები: მუხლები 1-16, დანართები I-IV

F. სოციალური ასპექტები

N2000/79

საბჭოს 2000 წლის 27 ნოემბრის დირექტივა 2000/79/EC ევროპის ავიაკომპანიების ასოციაციის (AEA), ევროპის ტრანსპორტის მუშაკთა ფედერაციის (ETF), ევროპის ეკიპაჟის ასოციაციის (ECA), ევროპის რეგიონული ავიაკომპანიების ასოციაციის (ERA) და საერთაშორისო საჰაერო გადამზიდავების ასოციაციის (IACA) მიერ დადებული შეთანხმების თაობაზე ევროპის სამოქალაქო ავიაციის სფეროში მობილური მუშაკების სამუშაო დროის ორგანიზების შესახებ

შესაბამისი დებულებები: მუხლები 2-3, დანართი

N2003/88

ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2003 წლის 4 ნოემბრის დირექტივა 2003/88/EC სამუშაო დროის ორგანიზების ზოგიერთი ასპექტის შესახებ

შესაბამისი დებულებები: მუხლები 1-19, 21-24 და 26-29

G. მომხმარებლის დაცვა

N90/314

საბჭოს 1990 წლის 13 ივნისის დირექტივა 90/314/EC სამოგზაურო, დასვენების და ტურისტული პაკეტებს შესახებ

შესაბამისი დებულებები: მუხლები 1-10

N95/46

ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 1995 წლის 24 ოქტომბრის დირექტივა N95/46/EC პირადი მონაცემების დამუშავებასთან და ამგვარი მონაცემების თავისუფლად მოძრობასთან დაკავშირებით პირების დაცვის შესახებ

შესაბამისი დებულებები: მუხლები 1-34

N2027/97

საბჭოს 1997 წლის 9 ოქტომბრის დირექტივა N2027/97/EC ავიაგადამზიდველის პასუხისმგებლობის შესახებ უბედური შემთხვევებისას, შესწორებულია

ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2002 წლის 13 მაისის რეგულაციით (EC) N889/2002 საბჭოს N2027/97 რეგულაციის შესწორების შესახებ

შესაბამისი დებულებები: მუხლები 1-8

N261/2004

ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 11 თებერვლის რეგულაცია N261/2004 ჩასხდომაზე უარის თქმის, ან ფრენების გაუქმების, ან დიდი ხნით დაყოვნების შემთხვევაში მგზავრებისათვის კომპენსაციის და დახმარების ერთიანი წესების დადგენის და N295/91 რეგულაციის გაუქმების შესახებ

შესაბამისი დებულებები: მუხლები 1-17

N1107/2006

ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2006 წლის 5 ივლისის რეგულაცია N1107/2006 საჰაერო ტრანსპორტით მგზავრობისას შეზღუდული შესაძლებლობებისა და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირების უფლებების შესახებ

შესაბამისი დებულებები: მუხლები 1-17, დანართები I და II

H. სხვა სამართლებრივი აქტები

N80/2009

ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 14 იანვრის რეგულაცია N80/2009 კომპიუტერიზებული დაჯავშნის სისტემების ქცევის კოდექსისა და საბჭოს N2299/89 რეგულაციის გაუქმების შესახებ

შესაბამისი დებულებები: მუხლები 1-18 და დანართი I და II

დანართი IV

მე-3 და მე-4 მუხლებში და I დანართში

მითითებული სხვა სახელმწიფოების სია

1. ისლანდიის რესპუბლიკა (ევროპის ეკონომიკური სივრცის შეთანხმების მიხედვით);

2. ლიხტენშტეინის საგრაფო (ევროპის ეკონომიკური სივრცის შეთანხმების მიხედვით);

3. ნორვეგიის სამეფო (ევროპის ეკონომიკური სივრცის შეთანხმების მიხედვით);

4. შვეიცარიის კონფედერაცია (ევროპის გაერთიანებასა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის შეთანხმების მიხედვით).

1   გაეროს უშიშროების საბჭოს 1999 წლის 10 ივნისის 1244 რეზოლუციის შესაბამისა