1. ამ შეთანხმების დებულებებს ექნებათ უპირატესი ძალა საქართველოს და წევრ სახელმწიფოებს შორის დადებული ორმხრივი შეთანხმებების შესაბამის დებულებებზე. თუმცა საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის არსებული უფლებები, რომლებიც გამომდინარეობს ასეთი ორმხრივი შეთანხმებებიდან და რომლებიც არ განისაზღვრება ამ შეთანხმებით, შეიძლება დარჩეს ძალაში, იმ პირობით, თუ ისინი წევრ სახელმწიფოებსა და მათ მოქალაქეებზე თანაბრად ვრცელდება.
2. მხარეები ნებისმიერი მხარის მოთხოვნით გამართავენ კონსულტაციებს ერთობლივ კომიტეტზე, რათა მიიღონ რეკომენდაციები ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ევროპის საერთო საჰაერო სივრცის შექმნის შესახებ შეთანხმებაში (ECAA) საქართველოს მონაწილეობის შესახებ.
3. თუ მხარეები აპირებენ გახდნენ მრავალმხრივი შეთანხმების წევრები, ან ადასტურებენ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება ამ შეთანხმებით განსაზღვრულ საკითხებს, ისინი გამართავენ კონსულტაციებს ერთობლივ კომიტეტზე, რათა განსაზღვრონ ამ შეთანხმების გადახედვის საკითხი ასეთი მოვლენების გასათვალისწინებლა