1. მხარეები მიიღებენ ყველა საჭირო ზოგად, ან კონკრეტულ ზომას, რათა შეასრულონ ამ შეთანხმებით განსაზღვრული მოვალეობები და თავს შეიკავებენ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელსაც შეუძლია საფრთხე შეუქმნას ამ შეთანხმების მიზნების განხორციელებას.

2. თითოეული მხარე პასუხისმგებელი იქნება მის საკუთარ ტერიტორიაზე ამ შეთანხმების სათანადოდ ამოქმედებაზე და, კერძოდ, იმ რეგულაციების და დირექტივების ამოქმედებაზე, რომლებიც დაკავშირებულია საჰაერო ტრანსპორტთან და ჩამოთვლილია წინამდებარე შეთანხმების III დანართში.

3. ერთი მხარე მეორე მხარეს მიაწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას და გაუწევს საჭირო დახმარებას ამ შეთანხმების დებულებების შესაძლო დარღვევის გამოძიებაში, რომელსაც ახორციელებს მეორე მხარე ამ შეთანხმებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში.

4. როდესაც მხარეები მოქმედებენ ამ შეთანხმებით გარანტირებული უფლებამოსილების ფარგლებში ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც მეორე მხარის არსებითი ინტერესის საგანია და რომელიც ეხება მეორე მხარის ორგანოებს, ან საქმიანობას, მეორე მხარის კომპეტენტური ხელისუფლება სრულად იქნება ინფორმირებული და მიეცემა შესაძლებლობა, გააკეთოს კომენტარი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

5. რამდენადაც ამ შეთანხმების დებულებები და ამ შეთანხმების III დანართით განსაზღვრული აქტების დებულებები არსებითად ევროკავშირის ხელშეკრულებისა და ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების შესაბამისი წესების და ევროკავშირის ხელშეკრულებისა და ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების მიხედვით მიღებული აქტების დებულებების იდენტურია, ეს დებულებები მათი განხორციელებისა და გამოყენებისას ინტერპრეტირებული იქნება მართლმსაჯულების სასამართლოს და ევროკომისიის შესაბამისი განკარგულებების და გადაწყვეტილებების მიხედვი