1. წინამდებარე შეთანხმების დანართ II-ში დადგენილი გარდამავალი დებულებების შესაბამისად, მხარეები იმოქმედებენ წინამდებარე შეთანხმების III დანართის D ნაწილით განსაზღვრული ევროკავშირის საავიაციო უშიშროების კანონმდებლობის დებულებების შესაბამისად, აქ დადგენილი პირობების მიხედვით.
2. საქართველო შეიძლება დაექვემდებაროს ევროკომისიის ინსპექციას ევროკავშირის უშიშროების სათანადო კანონმდებლობის შესაბამისად, წინამდებარე შეთანხმების III დანართის თანახმად. მხარეები შექმნიან საჭირო მექანიზმს უშიშროების ასეთი ინსპექციის შედეგების შესახებ ინფორმაციის გაცვლისთვის.
3. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრების და ეკიპაჟის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რაც საერთაშორისო საჰაერო მომსახურების ფუნდამენტური წინაპირობაა, მხარეები ადასტურებენ ერთმანეთის მიმართ მათ მოვალეობებს, რომ უზრუნველყონ სამოქალაქო ავიაციის დაცულობა უკანონო შეჭრისგან, განსაკუთრებით – კონვენციით განსაზღვრულ მათ მოვალეობებს; დანაშაულებების და საჰაერო ხომალდის ბორტზე ჩადენილი სხვა უკანონო აქტების შესახებ კონევნციით (ხელმოწერილია ტოკიოში, 1963 წლის 14 სექტემბერს); საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების აღკვეთის შესახებ კონვენციით (ხელმოწერილია ჰააგაში 1970 წლის 16 დეკემბერს); სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული უკანონო აქტების აღკვეთის შესახებ კონვენციით (ხელმოწერილია მონრეალში 1971 წლის 23 სექტემბერს); სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო აეროპორტებში ძალადობის აქტების აღკვეთის შესახებ ოქმით (ხელმოწერილია მონრეალში 1988 წლის 24 თებერვალს); გამოვლენის მიზნით პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერებების მონიშვნის შესახებ კონვენციით (ხელმოწერილია მონრეალში 1991 წლის 1 მარტს), რამდენადაც ორივე მხარე არის ამ კონვენციების მონაწილე მხარე; ასევე სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა კონვენციებით და ოქმებით, რომელთა მონაწილეებიც არიან მხარეები.
4. მოთხოვნის შემთხვევაში მხარეები ერთმანეთს გაუწევენ ყველა საჭირო დახმარებას, რათა თავიდან აიცილონ სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდება და სხვა უკანონო აქტები, რომლებიც მიმართულია ასეთი ხომალდის, მისი მგზავრების და ეკიპაჟის, აეროპორტების და საჰაერო ნავიგაციის მოწყობილობების უსაფრთხოების წინააღმდეგ, ასევე – ნებისმიერი სხვა საფრთხე, რომელიც სამოქალაქო ავიაციას ემუქრება.
5. მხარეები ორმხრივი ურთიერთობებისას იმოქმედებენ საავიაციო უშიშროების სტანდარტების შესაბამისად, რამდენადაც ისინი გამოიყენება მათ მიერ, ასევე – სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ (ICAO) რეკომენდებული პრაქტიკის შესაბამისად, რომელიც მოცემულია კონვენციის დანართების სახით, იმდენად, რამდენადაც უსაფრთხოების ეს დებულებები ვრცელდება მხარეებზე. ორივე მხარე მოითხოვს, რომ მათ რეესტრში დაფიქსირებულმა საჰაერო ხომალდების ოპერატორებმა, ოპერატორებმა, რომელთა საქმიანობის ძირითადი ადგილი, ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილი მათ ტერიტორიაზეა, ასევე მათ ტერიტორიაზე არსებული აეროპორტების ოპერატორებმა იმოქმედონ საავიაციო უშიშროების ამ დებულებების შესაბამისად.
6. თითოეული მხარე უზრუნველყოფს მის ტერიტორიაზე ეფექტიანი ზომების მიღებას საჰაერო ხომალდის დასაცავად, მგზავრების და მათი ნივთების შესამოწმებლად და ეკიპაჟის, ტვირთის (მათ შორის, ხელბარგის) და ხომალდს მარაგების სათანადო შემოწმებას ბორტზე ასვლამდე და ბორტზე ასვლის, ან დატვირთვის დროს; ასევე – ამ ზომების გამკაცრებას საფრთხის გაზრდის შემთხვევაში. თითოეული მხარე თანახმაა, რომ მათ ავიაკომპანიებს შეიძლება მოეთხოვოთ საავიაციო უშიშროების ზომების დაცვა, რომლებიც განსაზღვრულია ამ მუხლის მე-5 პუნქტით და რომლებიც მოითხოვება მეორე მხარის მიერ მეორე მხარის ტერიტორიაზე შესვლისას, ამ ტერიტორიაზე ყოფნისას ან მისი დატოვებისას.
7. თითოეული მხარე ასევე დადებითად უნდა მოეკიდოს მეორე მხარის ნებისმიერ მოთხოვნას უსაფრთხოების საგანგებო ზომების შესახებ, გონივრულობის ფარგლებში, კონკრეტულ საფრთხეზე რეაგირების მიზნით. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ფიზიკურად შეუძლებელია, საგანგებო სიტუაციაში თითოეული მხარე მეორე მხარეს წინასწარ მიაწვდის ინფორმაციას უსაფრთხოების ნებისმიერი საგანგებო ზომის შესახებ, რომლის განხორციელებასაც ის აპირებს და რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ფინანსური ან ოპერაციული ზემოქმედება მოახდინოს ამ შეთანხმების მიხედვით განსაზღვრულ საჰაერო სატრანსპორტო მომსახურებაზე. თითოეულმა მხარემ შეიძლება მოითხოვოს ერთობლივი კომიტეტის შეხვედრა უსაფრთხოების ასეთი ზომების განსახილველად, წინამდებარე შეთანხმების 22-ე მუხლის („ერთობლივი კომიტეტი“) თანახმად.
8. როდესაც ხდება სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდება, ან სხვა უკანონო ქმედება ასეთი ხომალდის, მისი მგზავრების და ეკიპაჟის, აეროპორტების, ან საჰაერო ნავიგაციის მოწყობილობების და საშუალებების წინააღმდეგ, ან არსებობს ასეთი ინციდენტის საფრთხე, მხარეები დაეხმარებიან ერთმანეთს კომუნიკაციის ხელშეწყობით და სხვა შესაბამისი ზომებით, რათა სწრაფად და უსაფრთხოდ აღკვეთონ ასეთი ინციდენტი, ან ინციდენტის საფრთხე.
9. თითოეული მხარე მიიღებს ყველა ზომას, რომელსაც ის ჩათვლის მიზანშეწონილად, რათა უზრუნველყოს იმ ხომალდის მიწაზე დაკავება, რომელიც უკანონოდ იქნა ხელში ჩაგდებული, ან რომლის მიმართაც განხორციელდა სხვა უკანონო ქმედება და რომელიც იმყოფება მის ტერიტორიაზე, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ხომალდის აფრენა აუცილებელია ადამიანების სიცოცხლის დასაცავად. შესაძლებლობის შემთხვევაში ასეთი ზომები მიღებული იქნება ორმხრივი კონსულტაციების საფუძველზე.
10. როდესაც მხარეს აქვს საფუძველი ივარაუდოს, რომ მეორე მხარემ არ შეასრულა ამ მუხლის საავიაციო უშიშროების შესახებ დებულებები, ეს მხარე მოითხოვს მეორე მხარესთან დაუყოვნებელ კონსულტაციებს.
11. ამ შეთანხმების მე-5 მუხლის შეუზღუდავად („უფლებამოსილების უარყოფა, გაუქმება, შეჩერება, შეზღუდვა“), ასეთი მოთხოვნის თარიღიდან თხუთმეტი (15) დღის განმავლობაში დამაკმაყოფილებელი შეთანხმება თუ ვერ მიიღწევა, ეს იქნება მეორე მხარის ერთი ან რამდენიმე ავიაკომპანიისთვის მინიჭებული უფლებამოსილების შეჩერების, უარყოფის, შეზღუდვის ან მათთვის პირობების დაწესების საფუძველი.
12. მოულოდნელი და განსაკუთრებული საფრთხის შემთხვევაში, მხარეს შეუძლია მიიღოს დროებითი ზომები 15-დღიანი ვადის ამოწურვამდე.
13. ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად განხორციელებული ნებისმიერი მოქმედება შეწყდება მეორე მხარის მიერ ამ მუხლის დებულებების შესრულების შემდე