საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ უფლებათა და ვალდებულებათა შესაბამისად, ხელშემკვრელი მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ერთმანეთის მიმართ ნაკისრი ვალდებულება, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან დაიცვან სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოება, წინამდებარე შეთანხმების განუყოფელი ნაწილია. საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების ზოგადი ხასიათის შეუზღუდავად, ხელშემკვრელი მხარეები, კერძოდ, მოქმედებენ: „საჰაერო ხომალდის ბორტზე ჩადენილი დანაშაულის და ზოგიერთ სხვა ქმედებათა შესახებ“ 1963 წლის 14 სექტემბერს ქ. ტოკიოში ხელმოწერილი კონვენციის,  „საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ 1970 წლის 16 დეკემბერს ქ. ჰააგაში ხელმოწერილი კონვენციის, „სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებების აღკვეთის შესახებ“ 1971 წლის 23 სექტემბერს ქ. მონრეალში ხელმოწერილი კონვენციის, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მომსახურე აეროპორტებში ძალადობის უკანონო ქმედებების აღკვეთის შესახებ“ 1988 წლის 24 თებერვალს მონრეალში ხელმოწერილი დამატებითი ოქმისა და „პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერებების ნიშანდების შესახებ, მათი გამოვლენის მიზნით" 1991 წლის 1 მარტს მონრეალში ხელმოწერილი კონვენციის და საავიაციო უშიშროების სფეროში მოქმედი ნებისმიერი შეთანხმების შესაბამისად, რომელიც სავალდებულოა ორივე ხელშემკვრელი მხარისთვის.

ხელშემკვრელი მხარეები, მოთხოვნის შემთხვევაში, ერთმანეთს გაუწევენ ყველა სახის აუცილებელ დახმარებას, რათა თავიდან აიცილონ სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდება და ამ საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრებისა და ეკიპაჟის, აეროპორტებისა და სააერონავიგაციო საშუალებათა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა უკანონო  ქმედებები და სამოქალაქო ავიაციის უშიშროების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი სხვა საფრთხე.

თუ ადგილი აქვს ინციდენტს ან ინციდენტის საფრთხეს, რომელიც უკავშირდება სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდებას ან სხვა უკანონო ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ამ საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრებისა და ეკიპაჟის, აეროპორტების ან სააერონავიგაციო საშუალებათა უსაფრთხოების წინააღმდეგ,  ხელშემკვრელი მხარეები დაეხმარებიან ერთმანეთს კომუნიკაციის გაადვილებისა და სხვა სათანადო ღონისძიებათა განხორციელების გზით, რომელთა მიზანია ამგვარი  ინცინდენტის ან მისი საფრთხის სწრაფი და უსაფრთხო აღკვეთა.

თითოეული ხელშემკვრელი მხარე მიიღებს ისეთ ზომებს, რომლებსაც პრაქტიკულად მიიჩნევს, რათა უზრუნველყოს, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარის საჰაერო ხომალდი, რომლის მიმართაც განხორციელდა კანონსაწინააღმდეგო ქმედება და რომელიც მის ტერიტორიაზე დაეშვა, ადგილზე იქნეს დაკავებული, თუ მისი გაფრენა აუცილებელი არ არის ადამიანის სიცოცხლის დაცვის უპირატესი ვალდებულებიდან გამომდინარე. პრაქტიკულობიდან გამომდინარე, ამგვარი ზომები განხორციელდება ერთობლივი კონსულტაციების საფუძველზე.

ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთთან ურთიერთობისას იმოქმედებენ ICAO-ს საავიაციო უშიშროების დებულებათა შესაბამისად, რომლებიც ჩამოყალიბებულია ჩიკაგოს კონვენციის დანართების სახით, იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს დებულებები გამოიყენება ხელშემკვრელ მხარეთა მიმართ.  თითოეული ხელშემკვრელი მხარე მოითხოვს, რომ მისმა ავიასაწარმოებმა და მის ტერიტორიაზე განლაგებული აეროპორტების ექსპლუატანტებმა იმოქმედონ საავიაციო უშიშროების ზემოაღნიშნულ დებულებათა შესაბამისად.

თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანახმაა, რომ მისმა ავიასაწარმოებმა დაიცვან ამ მუხლის (5) პუნქტში მითითებული საავიაციო უშიშროების დებულებები, რომლებსაც მეორე ხელშემკვრელი მხარე მოითხოვს თავის ტერიტორიაზე შესვლისთვის. მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიიდან გასვლის მიზნით, ან აღნიშნულ ტერიტორიაზე ყოფნისას, ავიასაწარმოები ვალდებულნი იქნებიან დაიცვან საავიაციო უშიშროების დებულებები აღნიშნული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.  თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს თავის ტერიტორიაზე სათანადო ზომების გატარებას,  საჰაერო ხომალდის დაცვისა და მგზავრების, ეკიპაჟის, ხელბარგის, ბარგის, ტვირთის და ბორტზე არსებული მარაგების ჩასხდომა-ჩატვირთვამდე და ჩასხდომა-ჩატვირთვის დროს შემოწმების მიზნით; საჭიროების შემთხვევაში, უსაფრთხოების ზომების ადაპტირებას სამოქალაქო ავიაციის წინაშე გაზრდილი საფრთხის გათვალისწინებით. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანახმაა, რომ დაცულ იქნეს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ მოთხოვნილი უსაფრთხოების ნორმები, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიიდან გასვლის ან აღნიშნულ ტერიტორიაზე ყოფნისას. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ასევე დადებითად განიხილავს მეორე ხელშემკვრელი მხარის ნებისმიერ თხოვნას, გონივრულობის ფარგლებში მიიღოს უსაფრთხოების სპეციალური  ზომები კონკრეტულ საფრთხესთან დაკავშირებით.

თითოეული ხელშემკვრელი მხარე  მეორე ხელშემკვრელ მხარეს მოთხოვნისამებრ წარუდგენს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ ჩატარებული აუდიტისა და აუდიტირებული სახელმწიფოს მიერ მიღებული  გამოსასწორებელი ზომების შედეგებს, იმ პირობით, რომ გატარდება სათანადო ურთიერთშეთანხმებული ზომები ამგვარი ინფორმაციის უსაფრთხო გადაცემის, გამოყენების, შენახვისა და განკარგვის უზრუნველყოფის მიზნით.

თითოეული ხელშემკვრელი მხარე  ასევე პოზიტიურად განიხილავს მეორე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნას ორმხრივი ადმინისტრაციული მექანიზმების შემოღების თაობაზე, რომელთა მეშვეობითაც ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ორგანოები მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შეძლებენ უშიშროების  ზომების შეფასებას იმ რეისებთან მიმართებაში, რომლებიც ხორციელდება მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის მიმართულებით.

ერთმანეთის სუვერენიტეტის გათვალისწინებითა და პატივისცემით, ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მიიღოს უშიშროების ზომები თავის ტერიტორიაზე შესასვლელად. თუ შესაძლებელია, ეს ხელშემკვრელი მხარე გაითვალისწინებს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ უკვე გატარებულ უშიშროების ზომებს და მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ გამოთქმულ ნებისმიერ მოსაზრებას. თუმცა, თითოეული ხელშემკვრელი მხარე აღიარებს, რომ ამ მუხლის არცერთი პუნქტი არ ზღუდავს ხელშემკვრელი მხარის უფლებას, არ დაუშვას თავის ტერიტორიაზე ნებისმიერი ის რეისი ან რეისები, რომლებიც წარმოადგენს საფრთხეს  მისი უშიშროებისთვის.

ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მიიღოს საგანგებო ზომები უსაფრთხოების კონკრეტული საფრთხის აღმოფხვრის მიზნით. ამგვარი ზომების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს.

სატრანსპორტო უსაფრთხოების დაცვის მიზნით გადაუდებელი ზომების საჭიროების ეჭვქვეშ დაყენების გარეშე, ხელშემკვრელი მხარეები ადასტურებენ, რომ უშიშროების ზომების განხილვისას, ხელშემკვრელი მხარე შეაფასებს საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტირებაზე შესაძლო უარყოფით ფაქტორებს და,  თუ კანონი ამას არ ზღუდავს, აღნიშნულ ფაქტორებს გაითვალისწინებს უშიშროების პრობლემების აღმოსაფხვრელად აუცილებელი და შესაბამისი ზომების განსაზღვრისას.

თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დაწესებულ უშიშროების სტანდარტებთან დაკავშირებით. ამგვარი კონსულტაციები ჩატარდება აღნიშნული მოთხოვნის წარდგენიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში. თუ ხელშემკვრელ მხარეს სათანადო საფუძველი აქვს ვარაუდისთვის, რომ მეორე ხელშემკვრელმა მხარემ გადაუხვია ამ მუხლის დებულებებს, ამ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოითხოვოს მეორე ხელშემკვრელ მხარესთან დაუყოვნებელი კონსულტაციების გამართვა. ამგვარი მოთხოვნის წარდგენიდან 15 დღის განმავლობაში საკითხის დამაკმაყოფილებელი ფორმით გადაუწყვეტელობა წარმოადგენს  საფუძველს მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოებისთვის ექსპლუატაციის ლიცენზიისა და ტექნიკური ნებართვის გაუქმების, შეჩერების ან შეზღუდვისთვის. გადაუდებელ შემთხვევებში, ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მიიღოს დროებითი ზომები 15-დღიანი ვადის ამოწურვამდე. წინამდებარე პუნქტის შესაბამისად გატარებული ნებისმიერი ზომა შეწყვეტს მოქმედებას მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ მუხლით  გათვალისწინებული უშიშროების ნორმების შესრულებისთანავ