თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა უსაფრთხოების იმ ნორმების შესახებ, რომლებსაც  მეორე ხელშემკვრელი მხარე იყენებს ნებისმიერ სფეროში, რომელიც დაკავშირებულია ეკიპაჟთან, საჰაერო ხომალდთან ან საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასთან. ამგვარი კონსულტაციები ჩატარდება აღნიშნული მოთხოვნის წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში.

თუ ამგვარი კონსულტაციების შედეგად ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე აღმოაჩენს, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარე ვერ უზრუნველყოფს რომელიმე ზემოაღნიშნულ სფეროში უსაფრთხოების სტანდარტების ეფექტურად შესრულებასა და დაცვას, ჩიკაგოს კონვენციით დადგენილი თუნდაც მინიმალური სტანდარტების შესაბამისად, ის მეორე ხელშემკვრელ მხარეს აცნობებს შესაბამისი დასკვნებისა და იმ ზომების შესახებ, რომელთა გატარებაც აუცილებელია აღნიშნული მინიმალური სტანდარტების შესრულების მიზნით, რის შემდეგაც მეორე ხელშემკვრელი მხარე მიიღებს შესაბამის გამასწორებელ ზომებს. მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ შესაბამისი ზომების მიუღებლობა 15 დღის ან უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, შეთანხმებისამებრ, ჩაითვლება გარემოებად, რომელიც  შედის წინამდებარე შეთანხმების მე-5 მუხლის (საექსპლუატაციო ნებართვის გაუქმება ან შეჩერება) (1) (h) პუნქტის რეგულირების სფეროში.

მიუხედავად ჩიკაგოს კონვენციის მე-16 და 33-ე მუხლში მითითებული ვალდებულებებისა, შეთანხმებულია, რომ ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების მიერ ექსპლუატირებული, ან მისი/მათი სახელით ლიზინგით აღებული ნებისმიერი საჰაერო ხომალდი, რომელიც ახორციელებს ტრანსპორტირებას მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ან ტერიტორიიდან, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ყოფნისას, დაექვემდებაროს მეორე ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ შემოწმებას ბორტზე და საჰაერო ხომალდის ირგვლივ, რომლის მიზანია როგორც საჰაერო ხომალდის, ისე  ეკიპაჟის დოკუმენტაციის ნამდვილობის, ასევე საჰაერო ხომალდისა და მისი აპარატურის მდგომარეობის ინსპექტირება (ამ მუხლში მოხსენიებულია, როგორც „ბაქანზე შემოწმება“), იმ პირობით, თუ ეს არ გამოიწვევს საჰაერო ხომალდის გაუმართლებელ დაყოვნებას.

თუ ამგვარი ბაქანზე შემოწმება ან მთელი რიგი ბაქანზე შემოწმებები წარმოშობს სერიოზულ ეჭვს, რომ:

საჰაერო ხომალდი ან საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია არ შეესაბამება ჩიკაგოს კონვენციის შესაბამისად მოცემული მომენტისთვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს; ან

ჩიკაგოს კონვენციის შესაბამისად მოცემული მომენტისთვის დადგენილი უსაფრთხოების სტანდარტების ეფექტიანად განხორციელებასა და შესრულებაში არსებობს ხარვეზები, იმ ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც ახორციელებს შემოწმებას,  შეუძლია დაასკვნას, ჩიკაგოს კონვენციის 33-ე მუხლის მიზნებისთვის, რომ მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც გაიცა ან ამოქმედდა საჰაერო ხომალდისა და  ეკიპაჟის მოწმობები ან ლიცენზიები და ასევე მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია, არ შეესაბამება ან არ აღემატება ჩიკაგოს კონვენციით დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.

თუ ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების საჰაერო ხომალდის ან მისი/მათი სახელით ლიზინგით აღებული საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმებაზე, წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უარს იტყვის ამ ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების წარმომადგენელი, მეორე ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ივარაუდოს, რომ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული  ეჭვის სერიოზული საფუძველი და გამოიტანოს შესაბამისი  დასკვნები.

თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას, დაუყონებლივ შეაჩეროს ან შეცვალოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების ექსპლუატაციის ლიცენზია იმ შემთხვევაში, თუ ეს ხელშემკვრელი მხარე ბაქანზე შემოწმების ან ბაქანზე მთელი რიგი შემოწმებების, ასევე ბაქანზე შემოწმებაზე უარის თქმის, და კონსულტაციების შედეგად, ან რაიმე სხვა საფუძვლით დაასკვნის, რომ ავიასაწარმოს ექსპლუატაციის უსაფრთხოებისათვის აუცილებელია გადაუდებელი მოქმედება.

ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ მუხლის მე-2 ან მე-6 პუნქტების შესაბამისად განხორციელებული ნებისმიერი ზომა შეწყვეტს მოქმედებას, როგორც კი აღარ იარსებებს ამგვარი ზომის საფუძველ