თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს გააუქმოს, შეაჩეროს ან შეზღუდოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს საექსპლუატაციო ან ტექნიკური ნებართვა:
თუ გაერთიანებული სამეფოს მიერ დანიშნული ავიასაწარმოს შემთხვევაში:
ავიასაწარმო არ არის დაფუძნებული გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე, ან არ არის ლიცენზირებული გაერთიანებული სამეფოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ან
ავიასაწარმოს ფაქტობრივ ნორმატიულ კონტროლს არ ახორციელებს, ან არ უზრუნველყოფს ის სახელმწიფო, რომელიც პასუხისმგებელია საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემაზე, ან დანიშვნის შესახებ შეტყობინებაში მკაფიოდ არაა მითითებული შესაბამისი საავიაციო ორგანო; ან
უშუალოდ ავიასაწარმოს ან მისი აქციების საკონტროლო პაკეტს არ ფლობს, და მის ფაქტობრივ კონტროლს არ ახორციელებს გაერთიანებული სამეფო და/ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და/ან ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრი სახელმწიფოები და/ან ამ სახელმწიფოთა მოქალაქეები; ან
საქართველოს მიერ დანიშნული ავიასაწარმოს შემთხვევაში:
ავიასაწარმო არ არის დაფუძნებული საქართველოს ტერიტორიაზე, ან არ არის ლიცენზირებული საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ან
ავიასაწარმოს ფაქტობრივ ნორმატიულ კონტროლს არ ახორციელებს, ან არ უზრუნველყოფს ის სახელმწიფო, რომელიც პასუხისმგებელია საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემაზე ან დანიშვნის შესახებ შეტყობინებაში მკაფიოდ არაა მითითებული შესაბამისი საავიაციო ორგანო; ან
უშუალოდ ავიასაწარმოს ან მისი აქციების საკონტროლო პაკეტს არ ფლობს, და მის ფაქტობრივ კონტროლს არ ახორციელებს საქართველო და/ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და/ან ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრი სახელმწიფოები და/ან ამ სახელმწიფოთა მოქალაქეები;
თუ ავიასაწარმო ვერ ასრულებს იმ კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნებს, რომლებსაც, როგორც წესი, და გონივრულ საფუძველზე იყენებს აღნიშნული უფლებების მიმნიჭებელი ხელშემკვრელი მხარე; ან
თუ ავიასაწარმო სხვაგვარად ვერ უზრუნველყოფს ხაზის ექსპლუატაციას წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად; ან
თუ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე მიიჩნევს (თუ წინამდებარე შეთანხმების მე-6 მუხლის (სამართლიანი კონკურენცია) მე-9 პუნქტით გათვალისწინებული კონსულტაციების შედეგად ვერ მოხერხდა საკითხის დამაკმაყოფილებლად გადაწყვეტა), რომ წინამდებარე შეთანხმების მე-6 მუხლის (სამართლიანი კონკურენცია) დებულებები არ შესრულებულა; ან
თუ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე მიიჩნევს, რომ მეორე ხელშემკვრელმა მხარემ ან ავიასაწარმომ ვერ შეასრულა წინამდებარე შეთანხმების მე-9 მუხლის (საავიაციო უშიშროება) რომელიმე დებულება; ან
თუ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების განმტკიცების ინტერესები ამართლებს ამგვარ ქმედებას; ან
იმ შემთხვევაში თუ მეორე ხელშემკვრელი ვერ შეძლებს სათანადო ზომების გატარებას უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, წინამდებარე შეთანხმების მე-10 მუხლის (უსაფრთხოება) მე-2 პუნქტის შესაბამისად; ან
წინამდებარე შეთანხმების მე-10 მუხლის (უსაფრთხოება) მე-6 პუნქტის შესაბამისად.
თუ წინამდებარე მუხლის (1) პუნქტში მითითებული პირობების დაუყოვნებლივ გაუქმება, შეჩერება ან მათი შესრულების მოთხოვნა აუცილებელი არ არის კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შემდგომი დარღვევების თავიდან ასაცილებლად, ამგვარი უფლება განხორციელდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ მხარესთან კონსულტაციის შემდეგ.
თითოეული ხელშემკვრელი მხარე, რომელიც ახორციელებს წინამდებარე მუხლის (1) პუნქტით გათვალისწინებულ უფლებებს, დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს საექსპლუატაციო ნებართვის ან ტექნიკური ნებართვის გაცემაზე უარის, მათი მოქმედების შეჩერების ან შეზღუდვის მიზეზების შესახებ.
წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული უფლებების განხორციელებისას, ხელშემკვრელი მხარეები არ მოახდენენ ავიასაწარმოებს შორის დისკრიმინაციას მოქალაქეობის ნიშნით.
წინამდებარე მუხლი არ ზღუდავს თითოეული ხელშემკვრელი მხარის უფლებას გააუქმოს, შეაჩეროს ან შეზღუდოს მეორე ხელშემკვრელი მხარის საექსპლუატაციო ნებართვა ან ტექნიკური ნებართვა წინამდებარე შეთანხმების მე-9 მუხლის (საავიაციო უშიშროება) დებულებათა შესაბამისა