თითოეულ დადგენილ მარშრუტზე შეთანხმებული ავიახაზების ექსპლუატაციის მიზნით, თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს დანიშნოს ავიასაწარმოები და გააუქმოს ან შეცვალოს ამგვარი დანიშვნები. ამგვარი დანიშვნები მეორე ხელშემკვრელ მხარეს წარედგინება წერილობითი ფორმით.

საწარმოს დანიშვნის შესახებ შეტყობინებებისა და დანიშნული ავიასაწარმოს განაცხადების მიღებისთანავე, რომლებიც წარდგენილია ექსპლუატაციის ლიცენზიისა და ტექნიკური ნებართვების მისაღებად დადგენილი ფორმითა და წესით, მეორე ხელშემკვრელი მხარე შეუფერხებლად გასცემს ექსპლუატაციის შესაბამის ლიცენზიებსა  და ნებართვებს, იმ პირობით თუ:

გაერთიანებული სამეფოს მიერ დანიშნული ავიასაწარმოს შემთხვევაში:

ავიასაწარმო დაფუძნებულია გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე და ლიცენზირებულია გაერთიანებული სამეფოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; და

ავიასაწარმოს ფაქტობრივ ნორმატიულ კონტროლს ახორციელებს და უზრუნველყოფს ის სახელმწიფო, რომელიც პასუხისმგებელია საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემაზე, ხოლო დანიშვნის შესახებ შეტყობინებაში მკაფიოდაა მითითებული შესაბამისი საავიაციო ორგანო; და

უშუალოდ ავიასაწარმოს,  ან მისი აქციების საკონტროლო პაკეტს ფლობს, და მის ფაქტობრივ კონტროლს ახორციელებს გაერთიანებული სამეფო და/ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და/ან ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრი სახელმწიფოები და/ან ამ სახელმწიფოთა მოქალაქეები; და

საქართველოს მიერ დანიშნული ავიასაწარმოს შემთხვევაში:

ავიასაწარმო დაფუძნებულია საქართველოს ტერიტორიაზე და ლიცენზირებულია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; და

ავიასაწარმოს ფაქტობრივ ნორმატიულ კონტროლს ახორციელებს და უზრუნველყოფს ის სახელმწიფო, რომელიც პასუხისმგებელია საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემაზე, ხოლო დანიშვნის შესახებ შეტყობინებაში მკაფიოდაა მითითებული შესაბამისი საავიაციო ორგანო; და

უშუალოდ ავიასაწარმოს  ან მისი აქციების საკონტროლო პაკეტს ფლობს, და მის ფაქტობრივ კონტროლს ახორციელებს საქართველო და/ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და/ან ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრი სახელმწიფოები და/ან ამ სახელმწიფოთა მოქალაქეები; და

დანიშნული ავიასაწარმო პასუხობს იმ კანონებითა და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილ მოთხოვნებს, რომლებიც, როგორც წესი, გამოიყენება საერთაშორისო ავიახაზების ექსპლუატაციისას იმ ხელშემკვრელი მხარის მიერ, რომელიც განიხილავს განაცხადს ან განაცხადებს.

დანიშვნისა და ნებართვის მინიჭების შემდეგ, ავიასაწარმოს შეუძლია დაიწყოს შეთანხმებული ავიახაზების ექსპლუატაცია, იმ პირობით, თუ ავიასაწარმო პასუხობს წინამდებარე შეთანხმების შესაბამის დებულებებ