წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის, თუ კონტექსტი სხვაგვარ განსაზღვრებას არ მოითხოვს,„საავიაციო ორგანო“ – საქართველოს შემთხვევაში ნიშნავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და/ან სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ხოლო გაერთიანებული სამეფოს შემთხვევაში ნიშნავს ტრანსპორტის მინისტრს და, მე-7 მუხლის (ტარიფები) მიზნებისთვის – სამოქალაქო საავიაციო ორგანოს, ან, ორივეს შემთხვევაში, ნებისმიერ პირს ან ორგანოს, რომელსაც შეიძლება დაეკისროს ნებისმიერი ის ფუნქცია, რომელსაც მოცემულ მომენტში ასრულებს ზემოაღნიშნული ორგანო, ან მსგავსი ფუნქციები;
„წინამდებარე შეთანხმება“ მოიცავს დანართს და მასში ან წინამდებარე შეთანხმებაში შეტანილ ნებისმიერ ცვლილებას;
„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი“ ნიშნავს ავიასაწარმოსათვის გაცემულ დოკუმენტს, რომელიც ასაბუთებს, რომ აღნიშნულ ავიასაწარმოს გააჩნია პროფესიონალური და ორგანიზაციული შესაძლებლობა უზრუნველყოს საჰაერო ხომალდის უსაფრთხო ექსპლუატაცია სერტიფიკატში მითითებული საავიაციო საქმიანობისთვის;
ტერმინებს „საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა“, „ავიასაწარმო“ და „გაჩერება არაკომერციული მიზნებით“ გააჩნია ჩიკაგოს კონვენციის 96-ე მუხლით განსაზღვრული შესაბამისი მნიშვნელობები;
„დანიშნული ავიასაწარმო“ ნიშნავს წინამდებარე შეთანხმების მე-4 მუხლის (დანიშვნა და უფლებამოსილების მინიჭება) შესაბამისად დანიშნულ ავიასაწარმოს;
„ჩიკაგოს კონვენცია“ ნიშნავს „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოში, 1944 წლის 7 დეკემბერს ხელმოსაწერად გახსნილ კონვენციას, და მოიცავს: (i) მის ნებისმიერ, ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ რატიფიცირებულ ცვლილებას; და (ii) ამ კონვენციის 90–ე მუხლის თანახმად მიღებულ მის ნებისმიერ დანართს ან ცვლილებას, თუ ეს ცვლილება ან დანართი ნებისმიერ დროს მოქმედებს ორივე ხელშემკვრელი მხარისათვის;
„ევროკავშირის წევრი სახელმწიფო“ ნიშნავს სახელმწიფოს, რომელიც ამჟამად ან მომავალში იქნება „ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების“ მხარე;
“ICAO” ნიშნავს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას;
“ტარიფები” ნიშნავს მგზავრების, ბარგისა და ტვირთის ტრანსპორტირებისთვის დადგენილ ფასებს და ამ ფასების გამოყენების პირობებს, სააგენტოსა და სხვა დამატებითი მომსახურებებისთვის დადგენილი ფასისა და შეთავაზებული პირობების ჩათვლით, საფოსტო გადაზიდვის ფასისა და საფოსტო გადაზიდვის პირობების გარდა;
ტერმინს „ტერიტორია“ სახელმწიფოსთან მიმართებაში აქვს ჩიკაგოს კონვენციის მე–2 მუხლით მინიჭებული მნიშვნელობა;
„მომხმარებლის გადასახდელი“ ნიშნავს კომპეტენტური ორგანოს მიერ ან მისი ნებართვით, ავიასაწარმოსთვის დაწესებულ გადასახდელს საჰაერო ხომალდის, მისი ეკიპაჟის, მგზავრებისა და ტვირთის აეროპორტის ქონებით ან ინფრასტრუქტურით ან სანავიგაციო საშუალებებით (მათ შორის, გადაფრენის საშუალებებით) ან შესაბამისი მომსახურებებითა და პირობებით უზრუნველყოფისთვის;
„შეთანხმებული ავიახაზები“ და „დადგენილი მარშრუტები“ გამოიყენება წინამდებარე შეთანხმების მე-3(2) მუხლში ამ ტერმინებისთვის მინიჭებული მნიშვნელობი