თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს, რომ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის ტარიფები თითოეული დანიშნული ავიასაწარმოს მიერ განისაზღვროს თავისუფლად, სამართლიანი კონკურენციის საფუძველზე. არცერთი ხელშემკვრელი მხარე არ მოითხოვს, რომ მისმა ავიასაწარმოებმა კონსულტაციები გამართონ სხვა ავიასაწარმოებთან მათ მიერ დაწესებული ტარიფების შესახებ, ან შესთავაზონ მათ ტარიფების დაწესება წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული მომსახურებებისთვის.
ხელშემკვრელი მხარეები არ მოითხოვენ საავიაციო ორგანოებისთვის ტარიფების წარდგენას ან შეტყობინება