1. ხელშემკვრელ მხარეთა შორის შესაბამისი საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის ტარიფებს ადგენენ დანიშნული ავიასაწარმოები გონივრულ საფუძველზე, ყველა გონივრული ფაქტორის გათვალისწინებით, ექსპლუატაციის ხარჯებისა და გონივრული სარგებლის ჩათვლით.

2. ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებამ არ უნდა მოსთხოვოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს მათ მიერ ამ მუხლის პირველი (1) პუნქტის შესაბამისად დაწესებული ტარიფების წარდგენა. მიუხედავად ამისა, თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს ჩაერიოს ტარიფებში, რათა:

a) თავიდან აიცილოს არაგონივრული დისკრიმინაციული ფასები ან მეთოდები;

b) დაიცვას მომხმარებლები არაგონივრულად მაღალი ან შემზღუდავი ფასებისაგან, რომელიც გამოწვეულია დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით; და

c) დაიცვას ავიასაწარმოები ხელოვნურად დაბალი ფასებისაგან, რომელიც გამოწვეულია სუბსიდიების ან მხარდაჭერის შედეგია ან ნათლად ჩანს კონკურენციის შეზღუდვის განზრახვა.

3. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლების მოთხოვნისას მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულმა ავიასაწარმოებმა უნდა მიაწოდონ მას ინფორმაცია ტარიფების დადგენის შესახებ, იმ სახით და იმ ფორმით, როგორიც განსაზღვრულია აღნიშნული ხელისუფლების მიე