1. დანიშნულმა ავიაგადამზიდველმა, წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლის შესაბამისად, დაგეგმილი ფრენის განრიგი, მომსახურებისა და საჰაერო ხომალდის ტიპი უნდა წარუდგინოს მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას შეთანხმებული მომსახურების განხორციელების დაწყებამდე არაუგვიანეს ოცდაათი დღით ადრე. აღნიშნული ექვემდებარება შემდგომ ცვლილებებს, ისევე როგორც ცვლილებები ყოველი ზაფხულისა და ზამთრის განრიგებამდე.
2. განრიგების მიმღებ საავიაციო ხელისუფლებებს უფლება აქვთ თანხმობა განაცხადონ განრიგის დამტკიცებაზე ან შეთავაზონ მათი ცვლილება. ნებისმიერ შემთხვევაში, დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლება არ აქვთ განახორციელონ მომსახურება, შესაბამისი საავიაციო ხელისუფლებების მიერ განრიგების დამტკიცებამდე. აღნიშნული დებულება აგრეთვე ექვემდებარება შემდგომ ცვლილებებ