1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ამ შეთანხმების მარშრუტების განაწესში (შემდგომში „შეთანხმებულ მომსახურებად” და „განსაზღვრულ მარშრუტებად” წოდებული) აღნიშნული რეგულარული საერთაშორისო მიმოსვლის მარშრუტების განხორციელების მიზნით, ანიჭებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ უფლებებს.
2. წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესაბამისად, თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო, დადგენილ მარშრუტებზე შეთანხმებული მომსახურების ექსპლუატაციისას სარგებლობს შემდეგი უფლებებით:
a) მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დაფრენის გარეშე გადაფრენის უფლება;
b) ხსენებულ ტერიტორიაზე არაკომერციული მიზნით დაფრენის უფლებით; და
c) ხსენებულ ტერიტორიაზე განსაზღვრულ მარშრუტზე არსებულ პუნქტში ან პუნქტებში დაფრენის უფლებით, საერთაშორისო მგზავრთა ჩასხდომისა და/ან გადმოსხდომის, ტვირთის, ფოსტის ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის მიზნით.
3. ამ მუხლის პირველი (1) პუნქტი ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიაგადამზიდველს არ ანიჭებს უფლებას მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, გასამრჯელოს საფასურად ან ქირით, ბორტზე აიყვანოს მგზავრები, აიტანოს ტვირთი, ბარგი ან ფოსტა, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მდებარე სხვა პუნქტში გადაყვანა-გადაზიდვის მიზნით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფლებების მიერ დროდადრო ერთობლივად შეიძლება იქნეს განსაზღვრული.
4. თუ შეიარაღებული კონფლიქტების, პოლიტიკური არეულობის ან პროცესების ან განსაკუთრებული და უჩვეულო გარემოებების გამო, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს არ ძალუძს ჩვეულებრივი მარშრუტით განახორციელოს ხაზის ექსპლუატაცია, მეორე ხელშემკვრელი მხარე მაქსიმალურად ეცდება ხელი შეუწყოს ხაზის განუწყვეტლივ ექსპლუატაციას და ამ მიზნით მოახდენს მარშრუტების შესაბამის დროებით რეორგანიზაცია