1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ექნება უფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს უარი უთხრას მინიჭებაზე ან შეუჩეროს ექსპლუატაციის ნებართვა, შეუზღუდოს ამ შეთანხმებით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა, ან ამ უფლებებით სარგებლობისას მოსთხოვოს მას ისეთი პირობების შესრულება, როგორსაც ჩათვლის საჭიროდ, იმ შემთხვევაში, როდესაც:
a) ავიასაწარმო არ არის დაარსებული ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე ან არ არის სერტიფიცირებული მისი კანონმდებლობის შესაბამისად; ან
b) შესაბამისი ხელშემკვრელი მხარე არ ახორციელებს ან არ ინარჩუნებს ავიასაწარმოს ეფექტურ მარეგულირებელ კონტროლს.
2. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ავიასაწარმო ვერ ახორციელებს უფლებების მიმნიჭებელი ხელშემკვრელი მხარის წესებსა და კანონებს ან წინამდებარე შეთანხმების პირობათა შესაბამისად ხელშემკვრელი მხარის მიერ მინიჭებულ უფლებამოსილებებს, განსაკუთრებით უსაფრთხოებისა და უშიშროების მუხლებთან დაკავშირებით; გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დაუყოვნებელი შეჩერება ან პირობების დაწესება აუცილებელია წესებისა და კანონების შემდგომი დარღვევის თავიდან ასაცილებლად ან უკავშირდება უსაფრთხოების ინტერესებს, ეს უფლება გამოიყენება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ მხარესთან კონსულტაციების გამართვის შემდგომ.
3. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ მუხლით განსაზღვრული უფლებებით სარგებლობის შემთხვევაში, ხელშემკვრელ მხარეთა სხვა უფლებები არ შეიზღუდებ