1. ერთი ხელშეკმვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს უფლება აქვს ჰქონდეს თავისი წარმომადგენლობა მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.
2. ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს უფლება აქვს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქმედი კანონებისა და წესების შესაბამისად, რომელიც ეხება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლას, ცხოვრებასა და დასაქმებას, შეიყვანოს და ჰყავდეს მმართველი, კომერციული, ტექნიკური, ოპერატიული და სხვა სახის სპეციალისტები, რომლებიც საჭიროა საჰაერო მიმოსვლის უზრუნველსაყოფად.
3. თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს ეროვნული კანონებისა და წესების, ნაცვალგებისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპის საფუძველზე, უფლება აქვთ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გაყიდონ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა ნებისმიერ თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში, უშუალოდ ან მისი აგენტების მეშვეობით და ნებისმიერი პირი იქნება უფლებამოსილი იყიდოს ასეთი გადაყვანა-გადაზიდვა.
4. გენერალური აგენტის ან გენერალური გაყიდვების აგენტის დანიშვნის შემთხვევაში, იგი დანიშნული უნდა იქნეს თითოეული ხელშემკვრელი მხარის შესაბამისი კანონებისა და წესების შესაბამისა