1. ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს შეუძლია, მეორე ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც შეეხება ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას, ცხოვრებასა და დასაქმებას,  მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შეიყვანოს და ჰყავდეს თავისი მენეჯერებისგან, ტექნიკოსებისგან, მექანიკოსებისა და სხვა სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული პერსონალი, რომელიც საჭიროა საჰაერო მიმოსვლის განსახორციელებლად.

2. ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების არჩევანისამებრ, ზემოაღნიშნული მოთხოვნები პერსონალთან დაკავშირებით შეიძლება დაკმაყოფილდეს საკუთარი პერსონალის მეშვეობით, ან მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი ნებისმიერი იმ ორგანიზაციის, კომპანიის ან ავიასაწარმოს მომსახურების გამოყენებით, რომელიც უფლებამოსილია ამგვარი მომსახურება გაუწიოს სხვა ავიასაწარმოს.

3. წარმომადგენლები და პერსონალი ექვემდებარებიან მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედ კანონმდებლობას და მოქმედებენ აღნიშნული  კანონმდებლობის შესაბამისად:

a) თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე და უმოკლეს ვადებში, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ წარმომადგენლებისა და პერსონალისთვის გასცემს მუშაობის ნებართვებს,  ვიზებს ან სხვა მსგავს დოკუმენტებს; და

b) ორივე ხელშემკვრელი მხარე გაამარტივებს და დააჩქარებს მუშაობის ნებართვების გაცემის პროცედურებს იმ პერსონალისთვის, რომლებიც ასრულებენ გარკვეულ დროებით მოვალეობებ