1. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემული ან კანონიერი ძალის მქონედ აღიარებული და მოქმედი ფრენის ვარგისობის სერტიფიკატები, კვალიფიკაციის მოწმობები და ლიცენზიები მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ აღიარებული უნდა იქნეს კანონიერი ძალის მქონედ შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის მიზნებისთვის, იმ პირობით, რომ ის მოთხოვნები, რომელთა დაცვითაც გაიცა და კანონიერი ძალის მქონედ აღიარებულ იქნა ამგვარი სერტიფიკატები და ლიცენზიები, შეესაბამება ან აღემატება კონვენციის შესაბამისად დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.
2. თუ ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ორგანოების მიერ რომელიმე პირისთვის ან დანიშნული ავიასაწარმოსთვის, ან შეთანხმებულ ხაზებზე ექსპლუატირებულ საჰაერო ხომალდთან დაკავშირებით პირველი პუნქტის შესაბამისად გაცემული სერტიფიკატებით ან ლიცენზიებით გათვალისწინებული უპირატესობები ან პირობები კონვენციით დადგენილ სტანდარტებთან შეუსაბამოა, და ამ შეუსაბამობის შესახებ ეცნობა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას, მეორე ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა საავიაციო ორგანოებს შორის სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით.
3. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ინარჩუნებს უფლებას არ აღიაროს თავის ტერიტორიაზე გადაფრენის ან დაფრენის მიზნით მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ თავისი მოქალაქეებისთვის გაცემული კვალიფიკაციის მოწმობები და ლიცენზიებ