1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს მიანიჭებს მოქნილი გადარიცხვის უფლებას, იმ ხელშემკვრელი მხარის სავალუტო რეგულაციების შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც წარმოიშვა შემოსავალი მგზავრების, ფოსტისა და ტვირთის გადაყვანა/გადაზიდვასთან დაკავშირებით. ჩვეულებრივად დადგენილი საბანკო მოსაკრებლების გარდა, აღნიშნული გადარიცხვების მიმართ სხვა გადასახადი არ გამოიყენება.
2. იმ შემთხვევაში, თუ ერთი ხელშემკვრელი მხარე დააწესებს შეზღუდვებს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო(ები)ს მიერ მიღებულ შემოსავალზე, ამ უკანასკნელს უფლება აქვს დაუწესოს საპასუხო შეზღუდვები ამ ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმო