1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თავის ტერიტორიაზე გამოყოფს აეროპორტს ან აეროპორტებს, რომლებსაც მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო(ები) გამოიყენებენ დადგენილი მარშრუტებით შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის მიზნით და უზრუნველყოფს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს საკომუნიკაციო, საავიაციო და მეტეოროლოგიური აღჭურვილობებითა და სხვა მომსახურებებით, რომლებიც აუცილებელია შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციისთვის.

2. მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს არცერთმა ხელშემკვრელმა მხარემ არ უნდა დაუწესოს ან არ უნდა დაუშვას, რომ დაუწესდეს  იმაზე უფრო მაღალი სამომხმარებლო გადასახადები, რომლებსაც ის უწესებს საკუთარ დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს, რომლებიც ექსპლუატაციას უწევენ მსგავს საერთაშორისო ხაზებს, იყენებენ მსგავს საჰაერო ხომალდებს და შესაბამის აღჭურვილობასა და მომსახურებებს.

3. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციები სამომხმარებლო გადასახადებთან და ამ გადასახადებზე დაწესებულ ნებისმიერ გადასახადთან დაკავშირები