1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელ მხარეს ანიჭებს ამ შეთანხმებით განსაზღვრულ უფლებებს შეთანხმების განრიგში მოცემულ მარშრუტებზე რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის დაწესებისა და განხორციელების მიზნით.

2. დადგენილ  მარშრუტებზე შეთანხმებული ხაზების  ექსპლუატაციისას,  თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო სარგებლობს შემდეგი უფლებებით:

a) განახორციელოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გადაფრენა დაფრენის გარეშე;

b) განახორციელოს ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე დაფრენა არაკომერციული მიზნებით; და

c) განახორციელოს ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე დაფრენა ამ შეთანხმების მარშრუტების განრიგში მითითებულ პუნქტებში მგზავრების ჩასხდომის/გადმოსხდომის, ტვირთის, ბარგისა და ფოსტის ჩატვირთვის/გადმოტვირთვის  მიზნით.

3. ამ შეთანხმების მარშრუტების განრიგში მოცემულ  შუალედურ პუნქტებში და საზღვრებს მიღმა არსებულ  პუნქტებში გადაყვანა-გადაზიდვის უფლებების განხორციელება წარმოადგენს საავიაციო ორგანოებს შორის შეთანხმების  საგანს.

4. ამ მუხლის (1) და (2) პუნქტები არ უნდა იქნეს განხილული როგორც ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმო(ები)სთვის რაიმე პრივილეგიის მინიჭება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მგზავრების, ტვირთის,  ბარგის ან ფოსტის ჩასხდომასთან/ჩატვირთვასთან დაკავშირებით, თუ მათი გადაყვანა-გადაზიდვა ხორციელდება ანაზღაურების საფასურად ან ქირით მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მდებარე სხვა პუნქტშ